დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ამებიაზი

ამებიაზი – მოზრდილი ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა . მისი გამომწვევია ამება _ მალპიგჰამოება მელიფიცაე, რომლის ვეგეტატიური ფორმა შედგება ბირთვისაა და პროტოპლაზმისაგან . მოძრაობს ფსევდოპოდიების _ ცრუ ფეხების საშუალებით, რომლებიც ბოლოვდებიან მკვეთრად მოღუნული რგოლისებური კიდურებით.

ფუტკრის ორგანიზმის გარეშე ამება იკეთებს ცისტას , რომელიც ფორმით ოვალური და ბუშტისებურია, ზომით 6-7 მმ/კ, დაფარულია სადა, მკვრივი, ორკონტურიანი, ძნელად შესაღები გარსით. პროტოპლაზმას უკავია ცისტის მთელი სივრცე, იგი სხივის ძლიერი გარდამტეხია, მასში ჩანს ბირთვი, რომელშიაც პატარა ზომის ბირთვაკებია. 

წყალთან, ან საკვებთან ერთად ფუტკრის ორგანიზმში მოხვედრილი ცისტა გარდაიქმნება ვეგეტატიურ ფორმად, ამება ჩაინერგება მალპიგიის მილებში და იქ იწყებს გამრავლებას, თავისი ფსევდოპოდიებით მჭიდროდ მოეკიდება ეპითელური უჯრედების ზედაპირულ შრეს, შეიჭრება უჯრედებს შორის და იქი დან ამოაქვს თავისი განვითარებისათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები.

ამება თავის პარაზიტულ ცხოვრებას ფუტკრის ორგანიზმში აგრძელებს 3 – 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ როცა ფუტკრის ორგანიზმი საგრძნობლად დასუსტდება და მასში პარაზიტის შემდგომი განვითარებისათვის საკვები საკმარისი აღარ აღმოჩნდება, იგი წყვეტს გამრავლებას და იკეთებს მდგრად ცისტას.

ცისტის მდგომარეობაში ამებას სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება 6 თვე შეუძლია.

ინვაზიის წყარო დაავადებული ფუტკრები და სკაში და გარემოში განავალთან ერთად გამოყოფილი ცისტებით დასვრილი ჩარჩოები, სკები, წყალსასმელი და სხვა ნივთებია. ამებიაზი ხშირად მიმდინარეობს როგორც მეორადი ინვაზია და ნოზემატოზის გართულებას წარმოადგენს.

ზამთრის პერიოდში ამებიაზი თითქმის არ გვხვდება. თავს იჩენს გაზაფხულზე _ მარტ-აპრილში. განვითარების პიკს აღწევს მაისში, შემდგომ თვეებში კი აღარ ჩანს. ის ფაქტორები, რომლებიც ნოზემატოზის განვითარებას უწყობენ ხელს, ამებიაზის ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება. ორმაგი ინვაზიის, ნოზემატოზის და ამებიაზის ერთდროული მიმდინარეობისას, ფუტკარი სწრაფად სუსტდება, ნაადრევად კარგავ ს შრომისმოყვარეობას და მალე იღუპება.

მკურნალობა იგივეა, რაც ნოზემატოზის დროს.

წყარო: futkara.gweb.ge