დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის მანანათი მოწამვლა და მისი განსაზღვრის მეთოდები

მანანის ორი სახე არსებობს: მცენარეული და ცხოველური მანანა.

მცენარეული მანანა _ გვალვის დროს, ზაფხულის ბოლოს ზოგიერთი მცენარე ფოთლებზე და ერთწლიან ღეროზე გამოყოფს ტკბილ ნივთიერებებს, რომელსაც ფუტკარი იღებს და თაფლად გადაამუშავებს .

♦ ცხოველური მანანას ფუტკარი ფოთლის ზედაპირზე მცხოვრები პარაზიტების, ფარიანების, მღიების და სხვათა მიერ მცენარეული წვენის მიღების შედეგად ექსკრემენტების სახით გამოყოფენ. ცხოველურ მანანას, როგორც ცვარტკბილი, ასეც მოიხსენიებენ.

♦ მანანა დიდი რაოდენობით გამოიყოფა ტყის ზონაში იასამანის, მუხის, არყის ხის, კაკალის, ნაძვის, ალუბალის, ატამის, ცაცხვის, ალვის ხის, წაბლის, ნუშის, თელას, ვერხვის და სხვა მცენარეებისაგან.

ფარიანა ლაკჯდლფკჯასდ

მანანა თაფლს რუხი ფერი აქვს, შეიძლება იყოს მომწვანო, ყავისფერი და ბაციც, ზედაპირზე ტაოტისებური ბზინვარებით, მომჟაო და ძალიან წელვადი, ნაკლებად არომატული და ტკბილი, ზოგჯერ არასასიამოვნო მეტალისებური გემოსი, ნერწყვში კარგად არ იხსნება, ბლანტია და ფიჭაზე მიმობნეულია ძრითადი გადაუბეჭდავი სახით, 161მეფუტკრეობა მაგრამ თუ უჯრედში მანანა ნექტართან არის შერეული, მაშინ ასეთ თაფლიან უჯრედებს ფუტკარი გადაბეჭდავს.

მანანათი მოწამვლა ფუტკრის არაგადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება და მიმდინარეობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლით.

ძირითადი მორფოლოგიური ცვლილებები ხდება ფუტკრის შუა ნაწლავში, სადაც მიმდინარეობს საჭმლის მონელების ძირითადი პროცესები.

დაავადება ხელს უწყობს ნოზემატოზის განვითარებას.

მანანათი მოწამლული ფუტკრის შუა ნალავი მოშავო ან მოლურჯოა, გამოღებისას მალე წყდება, ფუტკარს ემართება ფაღარათი.

მანანთი მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს 3-5 დღის ასაკის ბარტყის სიკვდილი, ზაფხულში იგი იოლი ფორმით, ან შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

ზამთარში სამარაგო თაფლში მისი არსებობით ხშირად ოჯახი მთლიანად ისპობა.

მანანათი მოწამვლაზე დიაგნოზი  კლინიკური ნიშნებით, ქიმიური ანალიზით და სხვა დაავადებათა გამოთიშვით ისმება.

არსებობს მანანის განსაზღვრის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდი.

თვისობრივი განსასზღვრისათვის იყენებენ სპირტიანი და კირიანი წყლის მარტივ რეაქციას, რომლის ჩატარება შეიძლება საფუტკრის პირობებშიც.

სპირტიანი რეაქციისათვის იღებენ ერთ წილ თაფლს, ერთ წილ წყალს და 8-10 წილ 96° სპირტს, ერთმანეთს შეურევენ, შეანჯღრევენ, მანანის არსებობისას მიიღება მუქი ფერის ხსნარი და ნალექი.

კირიანი წყლის რეაქციისათვის იღებენ ერთ წილ წყალს, ერთ წილ თაფლს და ორ წილ კირიან წყალს, შეათბობენ ადუღებამდე.

მანანის არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება თეთრი ფერის ფიფქები და ნალექი.

მანანა თაფლი ადამიანისთვის უვნებელია და მისი საკვებად გამოყენება არ იზღუდება.

თემურ ღოღობერიძე,

გოგი მაძღარაშვილი,

მაია ფეიქრიშვილი,

ცირა ნაფეტვარიძე,

ლიზა ბალიაშვილი,

ალექსანდრე კორძახია,

შალვა კვეზერელი