აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ნაყრობა

რა არის ნაყრობა?
ნაყრობა ფუტკრის ოჯახის გამრავლების ბუნებრივი პროცესია, რომლის დროსაც ერთი ოჯახიდან წარმოიქმნება ორი ან მეტი ფუტკრის ოჯახი.
რატომ ნაყრობენ ფუტკრები?

ადრე გაზაფხულზე, დღის ხანგრძლივობისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად, ბუნებაში თანდათან ჩნდება ყვავილის მტვრისა და ნექტრის რესურსები, რაც ფუტკრის ოჯახს ბარტყის გამოზრდისკენ უბიძგებს – მოზამთრე ფუტკრები ახალი თაობის გამოზრდას იწყებენ.

თავდაპირველად, მოზამთრე ფუკტრები ახალი თაობით ჩანაცვლდებიან, ხოლო შემდეგ იწყება ფუტკრის რაოდენობის თანდათანობითი ზრდა, სანამ ოჯახი თავისი მოცულობის მაქსიმუმს მიაღწევს.

ნაყრობა სივრცის გამო

თუ ის სივრცე, რომელშიც ფუტკრის ოჯახი ვითარდება (ჩვენ ჩემთხვევაში სკა ან ფუღურო), ძალიან პატარაა და ფუტკრის ამ გაზრდილ მასას ვეღარ იტევს,  ფუტკრები ამ პრობლემას ნაყრობის გზით აგვარებენ.

ფუტკრის მთლიანი მასის 50-60% დედოფალთან ერთად ძველ სახლს დატოვებს და ახალი სახლის საძებრად გაფრინდება, ხოლო ამით ძველ ბუდეს განტვირთავს.

ნაყრობის მთავარი მიზეზი სწორედ ბუდის არასაკმარისი სივრცის ნაკლებობაა, თუმცა მას გაცილებით მეტი დანიშნულება აქვს.

ნაყრობა გამრავლებისთვის

ფუტკრის ოჯახი როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი ისე მოქმედებს და ისევე როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმს, მასაც გადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს. 

ის უნდა გადარჩეს და გამრავლდეს. რეპროდუქციული ნაყრობით კი ფუტკრები გადარჩენის ალბათობას აორმაგებენ.

ესაა ბუნებრივი ნაყრობის უმნიშვნელოვანესი დანიშნულება.

ნაყრობისთვის მზადება

როცა ნაყრობაზე გაფრენის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ფუტკრები ამისთვის განსაკუთრებულ მომზადებას იწყებენ.

სანამ ნაყარი ძველ დედოფალთან ერთად ბუდეს დატოვებს, მანამდე ოჯახი ახალი დედის გამოზრდაზე ზრუნავს. დედა ფუტკარი სადედე ჯამებში კვერხს დებს, მუშა ფუტკრები კი მათ აღზრდაზე ზრუნავენ. 

ამ პერიოდისთვის დედა ფუტკარი საკმაოდ ბევრ კვერცს დებს – იგი მძიმეა და ფრენაც არ შეუძლია. როგორც კი დედა ფუტკარი სადედე ჯამებში კვერცს დადებს, მუშა ფუკტრები მას  “დიეტაზე სვამენ”, დედოფალს საკვების მიწოდებას უმცირებენ. 

საბოლოოდ, იგი კვერცხდებას წყვეტს, თანდათან წონაში იკლებს და ნაყრობაზე გასვლისას უკვე ფრენა შეუძლია.

ნაყრობის პროცესი

პირველი სადედე ჯამების გადაბეჭდვის შემდეგ, ნაყარმა ნებისმიერ დროს შეიძლება დატოვოს ძველი სახლი. პროცესები ასე ვითარება:

მონაყრე ფუტკრები (ფუტკრის ოჯახის დაახლოებით 50-60%) ჩიჩახვს თაფლით გაივსებენ და დედა ფუტკართან ერთად სკიდან გამოფრიდებიან.

 თავდაპირველად ისინი, შორს არ მიფრინავენ და სადმე ახლოს, ძირითადად ხის ტოტზე ან ბუჩქზე, დროებით შეჯგუფდებიან.

 მზვერავი ფუტკრები მიფრინავენ ახალი სახლის საძიებლად, სადაც ნაყარი საბოლოოდ დასახლებას შეძლებს.

 ნაყარი საბოლოოდ გადაინაცვლებს მზვერავი ფუტკრების მიერ არჩეულ-შეჯერებულ ადგილზე და ახალ ცხოვრებას იწყებს ახალ სახლში.

ნაყრობის შემდეგ..

ნაყრის გაფრენის შემდეგ, ძველ ბუდეში სადედე უჯრედებიდან ახალი დედოფლების გამოჩეკვა იწყება. პირველად დაბადებული დედა ირჩევს, დარჩეს სკაში და გახდეს ახალი დედოფალი, თუ ფუტკრების გარკვეული რაოდენობით კიდევ ერთი ახალი ნაყრობა მოაწყოს და მანაც დატოვოს სკა. დედოფლების უმეტესობა ამ დროს სკაში დარჩენას ამჯობინებს. ამ შემთხვევაში, მისი პირველი ამოცანა სკაში მკაცრი ზომების მიღება იქნება. 

სკაში დარჩენილი ახალი დედოფლის პირველი ამოცანაა, მოძებნოს ჯერ კიდევ არ დაბადებული ყველა და, შემდეგ, თავისი ნესტრით მოკლას ისინი, რათა დარწმუნდეს, რომ იგია ოჯახის ერთადერთი დედოფალი. დედა ფუტკარმა რომ უჯრედში მყოფი და დანესტროს, უჯრედზე ცვილის ფენის ღრნას იწყებს. აქ კი მას მუშა ფუტკრებიც ეხმარებიან – დის მკვლელომაში!

რა ხდება თუ მისი და უკვე დაბადებულია?

თუ ორი დედოფალი ერთდროულად დაიბადა, ისინი ერთმანეთში იბრძოლებენ მანამდე, სანამ ერთ-ერთი მათგანი არ მოკვდება. რომელი მათგანიც გადარჩება, ისაა ახალი დედოფალი.

ზოგჯერ, ახლად დაბადებულმა დედამ შესაძლოა ნაყრობა მოაწყოს, “მთავარი” (პირველი) ნაყრობის მსგავსად. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ახალი დედოფალი დაიბადება, ფუტკრის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად სკას დატოვებს. ამას მეორეულ ნაყრობას უძახიან. 

შემდეგ, თუ ახალი დედა დაიბადა, იგივე მეორდება – მან უნდა გადაწყვიტოს, სკაში დარჩება თუ ნაყრობას მოაწყობს. პოტენციურად, ასეთმა ნაყრობებმა, შესაძლოა, მთლიანად დაშალოს და გაანადგუროს ოჯახი, თუმცა ეს ძალიან იშვიათია. 

წყარო: beekeeper.ge