აგროსიახლეები

ფუტკრის ოჯახის გაძლიერება დამხმარე  ნაყრის შედგენით

დამხმარე ნაყრის შედგენით ფუტკრის ოჯახის გასაძლიერებლად ძირითადი ოჯახიდან გამოყოფილ ნაყარს ​ახალ დედა  ფუტკარს აძლევენ და პერიოდულად ძირითადი ოჯახიდან ამოღებული ბარტყიანი ფიჭით აძლიერებენ.
დამხმარე ნაყარი ვერტიკალური სკის II კორპუსში ძირითადი ოჯახიდან ყრუ გადატიხვრით ან ჰორიზონტალურ სკაშივე იმავე წესით თავსდება.

ცხადია, ძირითად ოჯახს და დამხმარე ნაყარს საფრენები ცალ-ცალკე აქვთ.

მთავარი ღალის დადგომისთანავე მათ გააერთიანებენ ტიხრის ამოცლით. სკაში ორივე დედა აგრძელებს თავის კვერცხდებას და ერთიმეორეს ხელს არ უშლიან, თუ ღალის შეგროვება საკმაოდ ინტენსიურად ხდება.

ღალის შესუსტებისთანავე სკაში მხოლოდ ერთი დედა რჩება.

ამ ღონისძიების ეფექტი იმაზეა დამყარებული, რომ ორი დედის კვერცხდებით სკაში გროვდება მუშა ფუტკრის გაზრდილი რაოდენობა, რომელიც ფლორის სანექტრე პროდუქციას უფრო აქტიურად ითვისებს იმ შემთხვევაში, თუ მთავარ ღალას წინ უძღვის მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საარსებო ღალა, რომელიც სკაში სამუშაო ძალის დაგროვებას უზრუნველყოფს.

გიორგი მაძღარაშვილი,

„მეფუტკრეობა“