ფუტკრის საკვები დანამატების სახეობები
სასურსათო შაქარი
ეს ნედლეული ფუტკრისთვის პრინციპულად მისაღებია იმის გამო, რომ მისი ბუნებრივი საკვები (ნექტარი) სანახევროდ წარმოდგენილია საქაროზით, რომელიც შემდგომში იშლება ხახის ჯირკვლიდან გამოყოფილი ინვერტაზათი. სასურსათო შაქარი მთლიანად საქაროზას შეიცავს, მის დასაშლელად საჭირო ფერმენტის რაოდენობა უფრო მეტი უნდა იყოს. Мельничук-ის (1962) მონაცემებით, მიცემული შაქრის 20-23% საკუთრივ ამ საკვების გადამუშავებას სჭირდება. თუ ამას დაემატება სხვადასხვა ტკიპოვანი დაავადების უარყოფითი გავლენა ფუტკარზე, ნათელი ხდება, რომ ფუტკრისთვის შაქრის დიდი რაოდენობით გადამუშავება უღალო პერიოდში სახიფათოა _ იწვევს მის ნაადრევ ცვეთას და განვითარების შეფერხებას მომდევნო სეზონზე. ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ სასურსათო შაქარი ზოგიერთი მკვლევარის ((k. friSi, 1934; Herbert a. Shimanuki, 1978) მონაცემებით უფრო მეტ სტიმულს აძლევს ფუტკარს ბარტყის გამოზრდის თვალსაზრისით, რადგან საქაროზა ფუტკრისთვის ორჯერ უფრო მიმზიდველია მარტივ შაქრებთან შედარებით.
გაზაფხულზე (მოზამთრე გუნდის დაშლის შემდეგ), ღალიანობის დაწყებამდე ფუტკარს მიეცით შაქრის შედარებით თხელი სიროფი (50%-იანი, წყალი+შაქარი 1:1 შეფარდებით მცირე დოზებით (300-500 გ). თუ თქვენ გსურთ, შაქრის სიროფით ფუტკარმა სამარაგო საკვები შეიქმნას ღალიანობის ბოლოს (აგვისტო), მაშინ შაქრის სიროფი მას მიეცით გაზრდილი კონცენტრაციით (60%-იანი, წყლისა და შაქრის ურთიერთშეფარდება 2:3).
უფრო მეტი კონცენტრაციის სიროფს ფუტკარი ცუდად ამუშავებს. ამ დროს მარტივი შაქრები მცირე რაოდენობით წარმოიქმნება და სიცივეების დადგომისას საკვები შეიძლება ფიჭაში ჩაკრისტალდეს, რაც მიუღებელია.
ინვერსიული სიროფი
მისი შექმნა მიზნად ისახავდა, ფუტკრისათვის შეემსუბუქებინათ სასურსათო შაქრის გადამუშავების პროცესი, რაც თავდაპირველად განხორციელდა შაქრის სიროფზე ორგანული მჟავების (ლიმონის და სხვა) დამატებით. შემდგომში აღმოჩნდა, რომ შაქრის მჟავური კატალიზი ხსნარში ფუტკრისათვის მავნე ჰიდროქსიმეთილფურფუროლის წარმოქმნას იწვევს. თუმცა ზოგიერთი ავტორი (გ. ტარანოვი და სხვ) წინა საუკუნის ბოლომდე განაგრძობდა შაქრის სიროფზე ამ ნივთიერებების დამატების პროპაგანდას.
ინვერსიული სიროფი ფუტკრის საკვებად
ფუტკრისათვის ყველაზე უხიფათოა ინვერსიული სიროფის წარმოება ფერმენტული პრეპარატების გამოყენებით, რადგან პროცესი მიმდინარეობს ფუტკრის სხეულში მიმდინარე გარდაქმნების ანალოგიურად. ამას გარდა, ინვერსიული სიროფის მომზადებისას შესაძლებელი ხდება, საკვების შედგენილობა მაქსიმალურად მიუახლოვდეს თაფლისას, კერძოდ: ა) მარტივი შაქრები ხსნარში დაგროვდეს იმ რაოდენობით, რომ საკვები არ დაკრისტალდეს სიცივეების დადგომისას; ბ) ხსნარის კონცენტრაცია გაიზარდოს 75-80 მას.%-მდე, რომ ფუტკარს აღარ დასჭირდეს კონდიცირება (ზედმეტი წყლის აორთქლება). ამ უპირატესობათა წყალობით, არსებითად მცირდება (10%-მდე) საკვების დანახარჯი ბუდის დაკომპლექტებისას და პრაქტიკულად შეუმჩნეველი ხდება ფუტკრის კლება ზამთრობის პროცესში (ბუნებრივ თაფლთან შედარებისას).
ინვერსიული სიროფის მომზადებისას ხსნარის საწყისი კონცენტრაცია აიღეთ 67 მას%- ის ოდენობით და ჩაატარეთ ჰიდროლიზის პროცესი 650C (+20) ტემპერატურაზე, 1 დღე-ღამის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ იმავე პირობებში ხსნარის კონცენტრირება კიდევ 24 საათიან პერიოდში, ან სხვა უფრო პროგრესული ტექნოლოგიით 2-3 საათის განმავლობაში, რაც აღწერილია სპეციალურ ლიტერატურაში.
შაქრის ანაფხეკი
ამ მასალის გამოყენებით შაქრის ანაფხეკი. შაქრის სიროფის მომზადებისას გათვალისწინებული იყო, რომ შაქარში შეიძლება ყოფილიყო დამაბინძურებელი ნივთიერებები (მტვერი ან სხვა მექანიკური მინარევები). მათ მოსაცილებლად შაქრის ხსნარი (1:1 მომზადებული) უნდა წამოდუღდეს და შემდეგ გაიწმინდოს მინარევებისგან (ქაფი ან ნალექი). მიღებული პროდუქტი ვარგისია მხოლოდ ბარტყიანობის სტიმულირებისათვის, სამარაგო საკვებად იგი არ გამოდგება.
სახამებლის ჰიდროლიზატი
სახამებლის (კარტოფილის, სიმინდის) დაშლას ფუტკარი ვერ ახერხებს მისი რთული მოლეკულური სტრუქტურის გამო, ამიტომ წინასწარ ჰიდროლიზური ფერმენტების გამოყენებით იგი უნდა დაიშალოს. ამ დროს წყალხსნადი სახამებლის მისაღებად გამოიყენება ფერმენტი α-ამილაზა, წარმოქმნილი დექსტრინი შემდგომ იშლება ფერმენტ β-ამილაზით მალტოზამდე. ამ შაქარს ფუტკარი კარგად ითვისებს, თუმცა ნაკლებად მიმზიდველია, რის გამოც მომზადების პროცესში ემატება სასურსათო ან ინვერსიული შაქარი 25-30 მა-სური%-ის ოდენობით (საერთო რაოდენობიდან). სახამებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუ მისი ფასი შაქარზე ნაკლებია.
სახამებლის ჰიდროლიზატის მისაღებად აიღეთ კომპონენტები შემდეგი მასური შეფარდებით: წყალი-70, სახამებელი-30, გაალაოებული და დაღერღილი ქერი-3%. ნარევი გააცხელეთ ადუღებამდე, თან მუდმივად ურიეთ (წყალხსნადი სახამებლის მიღება), გააგრილეთ 55-580C-მდე, ხსნარის ჰიდროლიზი გააგრძელეთ გაალაოებული ქერის გაორმაგებული დოზის დამატებით 24 საათის განმავლობაში. გამოყენების წინ დაუმატეთ სასურსათო შაქარი (სახამებლის 1/4¼რაოდენობით) ან ინვერსიული სიროფი (1/3) და გამოიყენეთ პროდუქტი დედა ფუტკრის კვერცხდების სტიმულაციისათვის!
ხილისა და ბოსტნეულის წვენები
როგორც წესი, ამ პროდუქტებს ფუტკარი იღებს დაზიანებული ხილიდან ან ბოსტნეულიდან (ყურძენი, საზამთრო და სხვა). ლიტერატურაში მათი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ აქტიურ სეზონზე საარსებო საკვებად, ზამთრის პერიოდში მათი მოქმედება საქართველოში შესწავლილი არ ყოფილა, რადგან საკითხის ეკონომიკური მხარე (ღირებულება შაქართან შედარებით) ძალზე საეჭვოა, წვენებში არსებული შაქრების ძალიან დაბალი კონცენტრაციის (10-15მას%) გამო.
ცომისებრი საკვები (კანდი)
საკვების ეს სახეობა შექმნა გერმანელმა მეფუტკრე შოლცმა (რუტი, 1982) და გამოიყენება უპირატესად ზამთრობის დროს არააქტიური გუნდის მიერ. კანდის დასამზადებლად გამოიყენება შაქრის ფქვილი და თაფლი. საკვების შოლცისეული რეცეპტურა დღემდე გამოიყენება მაღალი ხარისხის პროდუქტის მისაღებად (დედა ფუტკრების ტრანსპორტირება და სხვა). შემდგომში თაფლის ნაცვლად დაიწყეს ინვერსიული სიროფის გამოყენება, უპირველესად ეკონომიკური, აგრეთვე ჰიგიენური სისუფთავის დაცვის მოსაზრებით. ამ ნაშრომის ავტორებმა შეიმუშავეს ინვერსიული სიროფის წარმოების ტექნოლოგია ქვემოთ მოყვანილი მოსაზრებების გათვალისწინებით:
_ ინვერსიული შაქარი ძირითადი კომპონენტების შემცველობით (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა) უნდა იყოს თაფლის სრული ანალოგი, ე.ი. საქაროზა თითქმის მთლიანად უნდა იყოს დაშლილი (>95%) ფერმენტული კატალიზით, ხოლო კანდში შესატანი შაქრის ფქვილის ნაწილაკები ზომით არ უნდა აღემატებოდეს 0,2 მმ-ს;
_ წყლის შემცველობა უნდა უტოლდებოდეს თაფლის იმავე მაჩვენებელს, ხოლო სიროფის კონცენტრირება უნდა მოხდეს მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზე (ვაკუუმში).
ამ მოთხოვნების დაცვით კანდი მიიღება მაღალი ხარისხის, შენახვის პროცესში არ გამოშრება, ადვილად ასათვისებელია. კანდის კონსისტენციის შენარჩუნებისათვის მასში წყლის შემცველობა 6,2-6,5%-ს უნდა შეადგენდეს. ამასთან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მისი ათვისებისათვის ფუტკარს გარკვეული ძალისხმევა სჭირდება;
_ კანდის ასათვისებლად ფუტკარი გამოყოფს ნერწყვს, გახსნის მასში კანდის გუნდას და შემდეგ წუწნის, რაც უკავშირდება ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნების პრობლემას;
_ კანდის ათვისების დროს გუნდი აქტიურდება, რაც ზამთრობისათვის გარკვეულ დისკომფორტს ქმნის;
_ კანდის მომზადების პროცესი მოითხოვს საკმაოდ ძვირადღირებულ ტექნიკურ მოწყობილობას, ელექტროენერგიისა და შრომის გაზრდილ დანახარჯებს, რის გამოც მზა პროდუქციის ფასი თვალსაჩინოდ იზრდება;
კანდის დადებით მხარედ ჩაითვლება გამოყენება მასში არსებული არაწყალხსნადი კომპონენტების (პროტეინული დანამატები, სამკურნალო და მასტიმულირებელი ნივთიერებების ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერი შეფარდებით), რომლებიც კანდის შემადგენლობაში დიდხანს ინარჩუნებენ საზრდოობას და ბიოლოგიურ აქტივობას.
კანდში სხვა, არაშაქროვანი ნივთიერებების ჩართვისას, მათში წყლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 5,6 მას.%-ს. თუ ამ ნივთიერებებს გამოიყენებთ, შესაბამისად უნდა შეამციროთ შაქრის ფქვილის რაოდენობა.
კანდის მიცემისას დაიცავით შემდეგი წესები: საკვები 1 დღე-ღამით ადრე უნდა დაიდოს თბილ ოთახში, გამოყენების წინ, ცალ მხარეზე პოლიეთილენის აპკი მოსცილდეს, მოთავსდეს მისი კვერეული სკაში, ჩარჩოების ზედა თამასებზე გარდიგარდმო, უშუალოდ მოზამთრე გუნდის თავზე. კვერეულის ერთჯერადი რაოდენობა განსაზღვრეთ ოჯახის სიძლიერის მიხედვით (1 კგ. ყოველ 5 ჩარჩო ფუტკარზე).
ფუტკრის კვება ზამთრობის პერიოდში თხევადი საკვებით
ფუტკრის გამოკვების ახალი ხევადი საკვებით. ხერხი თხევადი ინვერსიული სიროფის სახით, (იხ. ზემოთ “ინვერსიული სიროფი”), რომლის მიცემა პოლიეთილენის ერთჯერადი ტომსიკით მოზამთრე გუნდისათვის ტექნიკურად გაადვილებულია, არ იწვევს გუნდის არასაჭირო გააქტიურებას. ამ საკვების დამზადება არ მოითხოვს ძვირადღირებულ მოწყობილობას, ძალზე მცირდება ენერგეტიკული და შრომითი დანახარჯები (შესაბამისად _ მზა პროდუქციის თვითღირებულება), ხოლო ფუტკრისთვის თხევადი საკვების ათვისება მთლიანად მიესადაგება მისი ტრადიციული საარსებო საკვები თაფლის მოხმარებას. ამასთან გასათვალისწინებე ლია, რომ თხევად საკვებში ჩასართავი არაშაქროვანი კომპონენტები უნდა იყოს წყალხსნადი ფორმით საკვების ერთგვაროვნების შენარჩუნების მიზნით.
პროტეინული საკვები დანამატები
ყვავილის მტვერი. ეს პროდუქტი ფუტკრის ბუნებრივი საკვებია და კვერცხდების სტიმულაციის თვალსაზრისით შეუცვლელი. გამოყენების რეკომენდებული ფორმაა კანდში ჩართვა ერთ-ერთ კომპონენტად. შეგროვებისა და გაშრობის შემდეგ ყვავილის მტვერი იფქვება და შეერევა კანდის კომპონენტებს (თაფლი ან ინვერსიული საკვები+შაქრის ფქვილი), შაქრის ფქვილის შემცირების ხარჯზე, 25 მასურ%-მდე ოდენობით. ასეთ ნაზავს ფუტკარი ინტენსიურად ითვისებს და შესაბამისად უძლიერდება კვერცხმდებლობის მაჩვენებელი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ყვავილის მტვერი საკმაოდ ძვირადღირებული კომპონენტია, გამოიყენება სასურსათოდ და ფუტკრის კვებაში მისი დაზოგვის მიზნით შეიძლება სხვა, არატრადიციული პროტეინული კომპონენტების ჩართვა ცომისებრი საკვების სახით, მათგან აღსანიშნავია:
მშრალი, დაფქვილი ყვავილის მტვერი დაუმატეთ სოიოს ფქვილს, მშრალი საფუვრისა და მოხდილი რძის ნარევს 12-23%-მდე (მასის მიხედვით) და ჩართეთ ცომისებრ საკვებში. სასურველია, ნაზავის შემცველობა კანდის საერთო მასაში არ იყოს 15-17%-ზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეგიმცირებთ ფუტკრის მიერ მის ათვისებას და შესაბამისად ბარტყის ოდენობასაც.
სოიოს ცხიმგაცლილი ფქვილი
პროტეინის შემცველობით და ამინომჟავების სპექტრით ყველაზე მეტად მიესადაგება ფუტკრის ორგანიზმს, მაგრამ ის საკმაოდ ძნელმონელებადია. გარდა ამისა, სოიოს ფქვილი შეიცავს ზოგიერთ ნივთიერებას, რაც აძნელებს მის გამოყენებას (ურეაზა და ტრიპსინის ინჰიბიტორი). მათი ინაქტივაციისათვის მიმართავენ სოიოს ფქვილის კვებისწინა დამუშავებას 108-1100C-ზე საშრობ კარადაში 20-25 წთ ხანგრძლივობით, ტაფაზე 1-1,5 სმ სისქის ფენის მოთავსებით ან სავაჭრო ქსელში არსებული ტოსტირებული სოიოს ფქვილის ან ფარშის გამოყენებით.
მშრალი საფუარი
არატრადიციული წყაროებიდან ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა. ფუტკრის საკვებად საჭიროა მისი სითბური ინაქტივაცია, რადგან ცოცხალი უჯრედი ფუტკრის ფაღარათს იწვევს.
მშრალი საფუარი მოათავსეთ ტაფაზე 1-1,5 სმ სისქის ფენად და შეიტანეთ თერმოსტატში 700Cზე 1 საათით, რის შემდეგ დაფქვით და სხვა კომპონენტებთან ერთად შეიტანეთ კანდში.
მშრალი მოხდილი რძე
ერთ-ერთი აღიარებული საშუალებაა ფუტკრის საკვებად, რომელიც საკმაოდ კარგად მოინელება, თუმცა რძეში არის მისი მოხმარების შემზღუდველი ფაქტორიდისაქარიდი ლაქტოზა, რომელიც შეიცავს ფუტკრისათვის ტოქსიკურ გალაქტოზას. აღნიშნულის გამო მშრალი მოხდილი რძის წილი არსებული რეკომენდაციებით 7-8 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ბარტყის უფრო ეფექტიანი მატებისთვის ჰაიდაკმა (1960) შემოგვთავაზა ამ საკვებთა ნარევის მასური შეფარდება 3:1:1. ამ შედგენილობის ნარევი ამინომჟავების შემცველობით ყველაზე მეტად შეეფარდება ყვავილის მტვერს, მაგრამ მონელებადობით და მიმზიდველობით ბევრად უარესია.
ჰიდროლიზური პროტეინის წარმოება და გამოყენება. ზემოაღნიშნული არატრადიციული პროტეინული დანამატების გამოყენების შედარებით დაბალი ეფექტიანობა განპირობებულია ფუტკრის ორგანიზმში დაბალი მონელებადობით, რაც აიხსნება ნაწლავებში სპეციფიკური (პროტეოლიზური) ფერმენტების დაბალი აქტივობით.
ამ არსებითი ნაკლოვანების გამოსასწორებლად ნაშრომის ავტორის მიერ შემუშავებულია საზრდო ნივთიერებების წყალხსნადი ფორმით მიღება ფერმენტული კატალიზის გზით, რისთვისაც მოძიებულია ქარხნული წარმოების სპეციფიკური ფერმენტული პრეპარატი პროტოსუბტილინი ГЗX, რომელსაც აქვს კომპლექსური მოქმედების უნარი: პროტეოლიზური და β-კლუკანაზური (უკანასკნელი საჭიროა უჯრედოვანი სტრუქტურის სუბსტრატის დასამუშავებლად). ფერმენტის მოქმედების ტემ-პერატურული რეჟიმი შეადგენს 47-500C, PH 7,5-8,5. დაზუსტდა მისი კონცენტრაცია სუბსტრატის ერთეულ მასაზე. საბოლოოდ მიიღება სოიის შროტისა და ყვავილის მტვრის ნაწილობრივ წყალ-ხსნადი ფრაქცია, რომელიც შესქელდა ვაკუუმში 79-81 მას%-მდე. მშრალი მოხდილი რძე ნა-ზავში ჩაირთო უცვლელად, მიკრობული მასა დამუშავდა თერმოსტატში 700C-ზე 1 საათს. ოთხივე ფრაქცია გაიხსნა კონცენტრირებულ ინვერსიულ სიროფში და მიეცა ფუტკრის საცდელ ოჯახებს უღალო პერიოდში (აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე), საკონტროლო ჯგუფი იღებდა სუფთა ინვერსიულ სიროფს. ზრდასრული ბარტყის ფართობი საცდელ ჯგუფში სამჯერ აღემატებოდა საკონტროლო ჯგუფის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ყურადღება! წყალხსნადი პროტეინი თხევად სიროფში უნდა ჩართოთ იმ დროს, როცა ფუტკარს ზოგჯერ მაინც გარეთ გამოფრენა შეუძლია (ადრე გაზაფხულსა და ზაფხულის ბოლოს), რადგან იგი ბევრად ზრდის ნაწლავებში მოუნელებელი მასის წარმოქმნას. ნუ გამოიყენებთ პროტეინოვან დანამატებს ზამთრობის საწყის ან შუა პერიოდებში!
გიორგი მაძღარაშვილი,
„მეფუტკრეობა“