დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ცოცხალი ოჯახის ბუდის დათვალიერება და ფუტკრის ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება

იმის გათვალისწინებით, თუ სად შეიმჩნევა უჩვეულო ნიშნები, განისაზღვრება რომელი ოჯახები ან ოჯახების რა ნაწილი უნდა დათვალიერდეს დეტალურად და რა ტიპის სიფრთხილეა საჭირო ოჯახების დათვალიერებისას.
თუკი ფუტკრის ოჯახში ცოცხალი მუშა ფუტკრები იმყოფებიან, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ფუტკრები ნამდვილად ამ ოჯახის წევრები არიან, რის გასარკვევადაც უნდა გამოირიცხოს ფუტკრის ქურდობა.

ვეტერინარულ-სანიტარიული აუდიტის ფარგლებში ფუტკრის ოჯახის ბუდის დათვალიერების მიზანია დავადგინოთ ოჯახის ჯანმრთელობის სტატუსი, სიძლიერე, საკვები მარაგის რაოდენობა და, თუ საჭიროა, შესაძლოა მოხდეს ნიმუშის აღება შემდგომი კვლევისთვის.

ოჯახის სიძლიერის სტატუსის განსაზღვრისას სეზონური და საფუტკრეში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებია მხედველობაში მისაღები.

ფუტკრის ოჯახის დათვალიერებისას ფასდება:

– ფიჭიანი ჩარჩოების რაოდენობა წარმოდგენას იძლევა მხოლოდ ფუტკრებისთვის მიცემული სივრცის მოცულობაზე – რამდენად ადეკვატურია ის. როგორც წესი, ის უნდა ემთხვეოდეს ფუტკრის მასით დაფარული ფიჭების რაოდენობას, სხვა შემთხვევაში ზედმეტად გაფართოებულად 7 ითვლება ;

 – ფუტკრის მასით დაფარული ჩარჩოების რაოდენობა (გასათვალისწინებელია სეზონი);

 – ფუტკრების სიმჭიდროვე/რაოდენობა ერთ ჩარჩოზე – ფუტკრის მაღალი სიმჭიდროვე მზარდი და ძლიერი ოჯახებისთვის არის დამახასიათებელი. მაღალი სიმჭიდროფუტკრის ოჯახის დათვალიერება და მისი სიძლიერის შეფასება ვის ნიშანია ის, რომ ფიჭის ზედაპირი ბევრი ფუტკრით არის დაფარული და თავად ფიჭის ნახვა, თუკი ფუტკრებს ბოლით ან ჯაგრისით არ მოვაცილებთ, გაძნელებულია, ასევე ფუტკრების დიდი ნაწილი ჩარჩოს თამასებზეა განლაგებული;

 – სუსტ ოჯახებში ფუტკრების სიმჭიდროვეც დაბალია ხოლმე – ისინი იშვიათად გვხვდებიან ფიჭის პერიფერიებზე და, მით უმეტეს, ჩარჩოს თამასებზე ან სკის კედლებზე. სუსტად ფარავენ ფიჭის ზედაპირს (ბარტყის დათვალიერება ფუტკრების მოცილების გარეშეც კი არის შესაძლებელი ამ დროს).

ფუტკრის ოჯახების სისუსტე (ფუტკრით დაფარული ჩარჩოების მცირე რაოდენობა, ფუტკრის მასის დაბალი სიმჭიდროვე ფიჭებზე) შესაძლოა მიანიშნებდეს:

ა) ფარულად ან აშკარად მიმდინარე დაავადებაზე;

ბ) მავნებლებზე;

გ) დედა ფუტკრის ფიზიკურ დეფექტზე (კვერცხდების უნარის დაქვეითება, სიცოცხლისუნარიანი მოზარდების წარმოქმნის უუნარობა);

დ) ახლადჩამოყალიბებულ ოჯახზე, რომელიც ჯერ კიდევ იკრებს ძალებს;

ე) გამოზამთრებულ ოჯახზე რომელიც იკრებს ძალებს.

ფუტკრის ოჯახის ბუდიდან მომავალი სურნელი _ ჯანმრთელ ოჯახს დამახასიათებელი, თაფლისა და ცვილის სურნელი აქვს. ავადმყოფი ოჯახებიდან ხშირად იგრძნობა მომჟავო, ძმრის მსგავსი სუნი;

ფუტკრების ქცევა – თუკი სკის გახსნის წესები დაცულია (თბილი, მზიანი ამინდი, საბოლებელი გამოიყენება), ფუტკრები განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას და თვინიერებას ავლენენ. ჩარჩოების ამოღებისას, თუკი ეს სიფრთხილით კეთდება, ჯანმრთელი ოჯახის ფუტკრები ასევე ინარჩუნებენ სიმშვიდეს და ამოღებულ ჩარჩოზეც განაგრძობენ ფუსფუსს. თუკი ჩარჩოს ამოღებისას ფუტკრები გარბიან ჩარჩოს ქვედა თამასისა და პერიფერიებისკენ, ამავდროულად პრეხენ მუცლებს, ეს ოჯახის უდედობაზე მიანიშნებს;

 – საკვები მარაგი (თაფლი, ჭეო) – აქტიურ სეზონზე ფუტკრის ოჯახში, სულ მცირე, 4-7 კგ თაფლის მარაგი უნდა ინახებოდეს.

წყარო: https://www.ifc.org