პომიდორი პარმას მთებიდან
რიჩიო დი პარმას პომიდორი პარმას მთიანი რეგიონის ძველი ჯიშია, რომლის აღდგენაც ახლა მიმდინარეობს, ადგილობრივების მიერ. ჯიშის აღდგენის პროცესში უკვე სამი კომპანია ჩაერთო, თუმცა, სხვა მონაწილეთათვის პროექტის კარი კვლავ ღიაა.
არის მოლოდინი, რომ პომიდვრის ძველი, ტრადიციული ჯიში, ისევ ფართო გავრცელებას ჰპოვებს.
„წელს ორგანული წესით 14.000 ძირი დავრგეთ. ამინდი ხელს გვიწყობს, მოსავალი ჯანსაღია და შესანიშნავი შეფერილობის. მარკეტში 1კგ 3.80 ევროდ იყიდება“ – ამბობს გაბრიელა კოლა, ასოციაციის პრეზიდენტი.
მცენარეები ვერტიკალური წესითაა გაშენებული. თითოეული ძირი, პირველი ყვავილობისას, 2-3 პომიდორს ისხავს, რომლის წონაც 1.2 კილოგრამს აღწევს. კრეფის ბოლო ეტაპზე ნაყოფის ზომა მცირდება, თუმცა, მცირედით და ისევ მოცულობით ნაყოფს იძლევა.
რიჩიო დი პარმას პომიდორი დაღარულია და ძალიან ტკბილი, ოდნავ მჟავე დაბოლოებით. თხელკანიანია, რის გამოც მხოლოდ ხელით იკრიფება, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ადგილობრივი პომიდვრის ჯიში დავიწყებას მიეცა. ნერგები შეიძლება ორნახევარ ფუტამდეც გაიზარდოს. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცალკე, ისე სალათებთან ერთად. მისგან სოუსების დამზადებაც შესაძლებელია.
ფერმერთა გაერთიანებას, რომლებიც რიჩიო დი პარმას პომიდორს აღორძინებენ, პროფესორი კარლო რონონი ხელმძღვანელობს. პროფესორმა, the Università Cattolica del Sacro Cuore of Piacenza – ს მეცნიერებთან ერთად შეისწავლა ამ ჯიშის სწორი კულტივაციის მეთოდები და ახლა წარმატებით უძღვება გაერთიანებას.
როგორც პროფესორი ამბობს, პომიდვრის მივიწყებულ ჯიშს დიდი პოტენციალი აქვს და ფერმერების დახმარებით, რომლებმაც ეს საქმიანობა წამოიწყეს, პარმას ეკონომიკა დიდ სარგებელს ნახავს, რაც დაღმავალი ეკონომიკის პირობებში ნამდვილად სჭირდებათ ადგილობრივებს.
წყარო: FreshPlaza.com