აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

პომიდვრის ფიტოფტოროზი

ფიტოფტოროზი პომიდვრის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მოსავლის დიდი ნაწილის განადგურებას იწვევს.
დაავადება აზიანებს პომიდვრის ნაყოფებს, ფოთლებსა და ღეროებს.

დაავადების სწრაფი და მასობრივი გავრცელება ძირითადად მიმდინარეობს ხანგრძლივი ნალექიანი ამინდებით გამოწვეულ ჭარბტენიანობის პირობებში.

ფიტოფტოროზით დაზიანების დროს ფოთლის ფირფიტის ნაპირებში ყალიბდება მუქი ლაქები, ირგვლივ ღიაყვითელი გარსით. ტენიანი და ცხელი ამინდების პირობებში ლაქები სწრაფად იზრდება.

ფოთლების ყუნწზე ლაქა მუქია და წაგრძელებული ფორმის. ფოთლის ქვედა მხარეზე ხშირად ყალიბდება თეთრი ნადები. ნაყოფი დაავადებისაგან შესაძლოა დაზიანდნენ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

დაზიანებულ მწვანე ნაყოფებზე ყალიბდება მონაცისფრო-ყავისფერი ლაქები, ხოლო შინაგანი ქსოვილი იღებს ღია-ნაცრისფერ შეფერილობას. დაავადების ძლიერი განვითარებისას ნაყოფი მთლიანად იღებს ყავისფერ შეფერილობას.

დაზიანებულ ღეროებზე ჩნდება მუქი-ნაცრისფერი ლაქები, ნადების გარეშე. ლაქები ერთმანეთს უერთდება და ქმნის ნეკროზულ უბნებს მცენარის ზედაპირზე.

დაზიანებული ფოთლები ხმება, ნაყოფი კი ლპება.

ბრძოლის ღონისძიებები: ფიტოფტოროზის წინააღმდეგ გამოიყენება ფუნგიციდი აკრობატი 2.0 კგ/ჰა. ნიადაგის დეზინფექციისთვის ფორმალინის 2%-იანი ხსნარი.

მცენარის დაცვა ასევე შეიძლება ბორდოს 0,4%-იანი სუსპენზიით, ის გადარგვიდან 10-14 დღის შემდეგ უნდა შევასხუროთ. წამლობისთვის ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავი დაახლოებით 7-8 დღის ინტერვალით.

დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია დარგვის ნორმების დაცვა, ზომიერად მორწყვა, ჩამოცვენილი ნაყოფების შეგროვება და დაწვა.