პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება დაიწყო
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 15 იანვრის 12:00 საათიდან 28 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
დაფინანსდება შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70%. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში არაუმეტეს 80%.
ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების Მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მაქსიმალური დაფინანსება 50%-ია, Მაგრამ არაუმეტეს 1,250 ლარი 0.5 ჰექტარზე. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში არაუმეტეს 60%, მაგრამ არაუმეტეს 1,500 ლარზე 0.5 ჰა-ზე.
დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4jiIILy