აგროსიახლეები

პროგრამის ფარგლებში, 2015-2022 წლებში, 8 209 პროექტი დაფინანსდა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ანგარიშში წარმოდგენილი იყო სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს ეყრდნობა.

ანგარიშის თანახმად, მიკროგრანტების პროგრამის განხორციელების პერიოდში (2015-2022 წლები) დაფინანსდა 8 209 პროექტი, შეიქმნა 21 185 სამუშაო ადგილი, გრანტის მოცულობა კი 91 მილიონ ლარს აჭარბებს.

სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში (2014-2022 წლებში) დაფინანსდა 1 547 პროექტი, შეიქმნა 33 000-მდე სამუშაო ადგილი, სესხის მოცულობა კი 1,7 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამ მონაცემებით, სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი მიიღეს. მთლიან შიდა პროდუქტში კი 1 ლარის კონტრიბუცია 4.2 ლარს შეადგენს.