აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ქარსაფარი ზოლები _ გაუდაბნოებას და მცირემოსავლიანობის წინააღმდეგ

 რა არის ქარსაფარი ზოლი?

ქარსაფარი ზოლების გაშენების ისტორია ასეულ წლებს ითვლის. 21-ე საუკუნეში კლიმატის გლობალური ცვლილების და გაუდაბნოების ფონზე, მათი არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

 ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლები გვხვდება სასოფლო–სამეურნეო სავარგულების მიმდებარედ და მათი ძირითადი ფუნქცია, ქარის უარყოფითი გავლენისაგან ნიადაგისა და სავარგულის დაცვაა.

 რა მნიშვნელობა აქვს ქარსაფარ ზოლებს?

არსაფარი ზოლები ამცირებს ქარის სიჩქარესა და ნიადაგის იცავს ქარისმიერი ეროზიისაგან;

ამცირებს მოსავლის დანაკარგს;

ქმნის საცხოვრებელს ბიომრავალფეროვნებისთვის;

ამცირებს ხმაურს;

იცავს გარემოს დამაბინძურებლებისაგან.

ქარსაფარი ზოლები საქართველოში:

 საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ქარსაფარი ზოლები, თუმცა მათი უმრავლესობა 90-იან წლებში განადგურდა. მოსახლეობა ქარსაფარ ზოლებს ჭრიდა და შეშად იყენებდა.

დღეს ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ფერმერები ცეცხლს სასოფლო-სამეურნეო სავარგულის გასუფთავების მიზნით ანთებენ, შემდეგ კი მის მართვას ვეღარ ახერხებენ და ხანძარი ქარსაფარ ზოლსაც ანადგურებს.

რა ღონისძიებები ტარდება საქართველოში ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაციისთვის?

დონორი ორგანიზაციების დახმარებით დაიწყო ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროექტები.

 2018-2019 წლებში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 6,5 კმ და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 6 კმ ქარსაფარი ზოლი გაშენდა.

 IFAD ის დახმარებით გორში 15 კმ-ზე და ქარელში 10 კმ გაშენდა ქარსაფარი ზოლები.

2020 წელს სამუშაოები ქარსაფარი ზოლის გაშენების მიზნით გაგრძელდება გორში, ქარელში, საგარეჯოსა და ყვარელის მუნიციპალიტეტში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტის აგრარული კომიტეტის ინიციატივით, შემუშავდა ქარსაფარი ზოლების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი და კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი