აგროსიახლეები

ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გუშინ, 2019 წლის 25 მარტს საქართველო პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა დადგენილებას „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის – ქართული ხორბლის კულტურისათვის (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ“.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, აღნიშნულია დადგენილებაში. 

დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, 2019 წლის 25 მარტიდან.

 უძველესი ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლთა ნუსხაში შევა.