ქართული ვაზის ჯიშები – ჩვენი ეროვნული საგანძური (მოკლე მიმოხილვა)

ჩვენ ქვეყანას – საქართველოს ადგილობრივ ვაზის ჯიშთა სიმრავლით უდაოდ წამყვანი ადგილი უკავია მსოფლიოს მევენახეობა-მეღვინეობის ძველსა, თუ ახალ ქვეყნებს შორის. ჩვენმა წინაპრებმა ძალზე დიდი შრომა გასწიეს და ბევრი დროც მოანდომეს ქართული ვაზის ჯიშების გენოფონდის შექმნას, რის შედეგადაც დღეს ჩვენ 500 – ზე მეტი ვაზის ადგილობრივი და ამასთან უნიკალური ჯიში მოგვეპოვება. ცხადია ამდენი ვაზის ჯიშის გამოყვანა ერთი და ორი დღის საქმე არ იყო, ამასთან ეს საქმე დარგის ზედმიწევნით ცოდნას მოითხოვდა, მაგრამ უტყუარი ფაქტი სახეზეა. ქართული უნიკალური ვაზის ჯიშები საოცარი სიზუსტითაა მორგებული და მისადაგებული საქართველოს კუთხეებს. ამაზე თავად ვაზის ჯიშთა დასახელებებიც მეტყველებს. ზოგიერთ შემთხვევაში ესა თუ ის ვაზის ჯიში საქართველოს რომელიმე რეგიონის სახელს ატარებს, მაგალითად: ჯავახეთურა, კლარჯული, მესხური, კახური და სხვ. რიგ შემთხვევებში ჯიში შეასაძლოა ქალაქისა და სოფლის სახელითაა სახელდებული: ბზვანურა, არაგვისპირული, საირმულა, ხოვლეურა, წნორის თეთრი, სეურა და სხვ. მაგრამ გვხვდება ისეთებიც, რომლებიც სოფლის ცალკეული უბნების სახელებითაც კი მოიხსენიება. გარდა ამისა ვაზის ჯიშების სახელები უკავშირდება: ადამიანის გვარსახელებს; ყურძნის დანიშნულებას; მარცვლის შეფერილობას; მტევნისა, თუ მარცვლის მოყვანილობასა და ზომას; მოსავლის პერიოდს; ვაზის ნაწილებს; ვაზისა და მტევნის ბუნებას… თუმცა გვხვდება ისეთებიც, რომელთა დასახელებები ზემოჩამოთვლილთაგან არც ერთს არ უკავშირდება.

ქართველმა მევენახემ ვაზს თვიდანვე ორი დანიშნულება მისცა – საღვინე და სასუფრე. სასუფრე მიმართულების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა ვაზის ადგილობრივ ჯიშთა ასორტიმენტით ნამდვილად არ არის ღარიბი. ჩვენი ქვეყნის მევენახეობის ყოველ რეგიონს გააჩნია თავისი საკუთარი სასუფრე ვაზის, ამასთან არაერთი ჯიში, რომლებიც გამოირჩევიან, როგორც ტრანსპორტირების, ისე შენახვის მიმართ გამძლეობით. ამგვარი ჯიშები ასევე გამოირჩევიან მაღალი გემოვნური თვისებებით, შედარებით დაბალი მჟავიანობითა და მაღალშაქრიანობით, ნაკლებ წვნიანი და ხორციანი რბილობით. მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ სასუფრე ვაზის ჯიშების მთავარ სიკეთედ სხვებთან ერთად მაინც ხანგრძლივად შენახვის უნარი ითვლება. ზოგიერთი ვაზის სასუფრე ჯიში პირველი თოვლის მოსვლამდეც კი რჩება ვაზზე და თავისთავად ცხადია, რომ ასეთ დროს ყურძენს ბუნებრივად უნდა გააჩნდეს გამძლეობის უნარი. ამგვარი ვაზის ჯიშები ხშირად  სიმწიფის ჳვ – ვ პერიოდით ხასიათდებიან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში სასუფრე და საღვინე ჯიშებში ერთგვარ გადაფარვასაც ვხვდებით. მაგალითად ქართლის თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ჩინებული (ჩინური) გამოიყენება, როგორც საღვინედ, ისე სასუფრედაც. ასევეა, მაგალითად: რქაწითლის, ალადასტურის, გორულას, ცოლიკოურის, კლარჯულისა და სხვათა შემთხვევებშიც.

საინტერესოა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი. გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი და გეოგრაფი – ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოში ბარად მიიჩნევს ადგილს, სადაც ვაზია კულტივირებული და ხარობს, ხოლო მთად კი ადგილს, სადაც ვაზი ზღვის დონიდან სიმაღლისა და სიცივის გამო ვერ ხარობს. ასერიგად ვახუშტის თქმით, რაც ცალსახად მართებული აზრია, ჩვენში მთისა და ბარის განმსაზღვრელ მთავარ კრიტერიუმად სწორედ ვაზის კულტურა გვევლინება.

საქართველოს ზოგიერთ რეგიონსა, თუ ადგილას ვაზი არ ხარობს, როგორიცაა, მაგალითად: ხევი, ხევსურეთი, თუშეთი, სვანეთი. ასევე მთიულეთისა და ფშავის დიდი ნაწილი და სხვა ადგილები კახეთში, ქართლში, რაჭაში… მაგრამ ჩამოთვლილი რეგიონები ისე, როგორც მთელი საქართველო, თავიდან ბოლომდე უკავშირდება ვაზისა და ღვინის კულტურას. ამაზე ბევრი ფაქტი, თუ ისტორიული დოკუმენტი მეტყველებს. ამაზე, იგივე ვახუშტი ბატონიშვილიც საუბრობს ქართლის ცხოვრებაში, სადაც იგი საქართველოს ზოგიერთი მაღალმთიანი ადგილის შესახებ ამბობს, რომ მართალია აქ ვაზი არ ხარობს, მაგრამ აქაურებს ყურძენი, თუ ყურძნის ტკბილი ბარიდან ამოაქვთ და ქვევრებში აყენებენ ღვინოსო… ამიტომაც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არაერთი მარანია შემორჩენილი დღემდე. ეს იმიტომ, რომ ქართველ კაცს, სადაც არ უნდა ეცხოვრა, იგი უღვინოდ არ ცხოვრობდა და ვაზიცა და ღვინოც ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი.

საქართველო არა მხოლოდ კულტურული, არამედ ვაზის ველური ფორმებითაც არის მდიდარი. ჩვენი ქვეყნის ტყეებში დღემდე მრავლად გვხვდება ხეებზე ასული ველური ვაზი (ვიტის სილვესტრის), საიდანაც, როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა მოსახლეობა ღვინოსაც კი აყენებდა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანს ჩვენს ვენახებს სენივით მოედო ე.წ. „უწამლი“ ვაზი (სახეობათშორისი ჰიბრიდები), რომელთა დასახელებები ვენახის მეპატრონეებმა ხშირად არც კი იციან. და ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, როდესაც ქართულ ვაზის ჯიშთა სიმრავლე და მრავალფეროვნება პირდაპირ გაოცებას იწვევს. ანდა რა შეიძლება ეწოდოს, მაგალითად იმას, როდესაც გურიაში ჩვენ გვაქვს ისეთი უნიკალური ვაზის ჯიშები, რომლებიც არათუ მხოლოდ გურიის, არამედ შესაძლოა მსოფლიო ჯიშებად ჩაითვალოს, როგორებიცაა: ჩხავერი, ალადასტური, საკმიელა… და ამის მიუხედავად ამ მხარეში წამყვანი ვაზია ყოვლად უვარგისი „ადესა“. იგივე შეიძლება ითქვას კახეთზესაფერავისა და რქაწითლის ქვეყანაზე, სადაც „ვაქირულამ“ და „შანიძემ“ წალეკა ეს მხარე. სხვაგან „დირბულა“, „მოლდავანკა“, „ქიწნურა“ და სხვ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ვენახების გასაშენებლად ხშირად უცხოეთიდან შემოაქვთ ფრანგული საღვინე ჯიშები. ჩვენში უკვე არაერთი ვენახია გაშენებული „კაბერნე სოვინიონის“, „მერლოს“, „შარდონესა“ და „პინოს“ ჯიშებიდან, რაც, უნდა აღინიშნოს, რომ დარგის გულშემატკივრებში ირონიულ ღიმილს იწვევს… ცხადია ამგვარი რამ არავის აუკრძალავს, მაგრამ ის კი ნამდვილად გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი თვალსაჩინო მაგალითისათვის, ჩვენი ქართული ენის ჟარგონებითა და ბარბარიზმებით დაბინძურებას უფრო ჩამოჰგავს შინაარსობრივად. „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პატასაო“… ჩვენს წინაპრებს ასე რომ ეფიქრათ და ემოქმედათ 500 კი არა 5 ვაზის ჯიშიც კი არ გვექნებოდა. ჩვენ, ჩვენი წინაპრების ღვაწლს თავად უნდა მივაგოთ ჯეროვანი პატივი და ყურადღება, თორემ ამას ჩვენს მაგივრად სხვა არ გააკეთებს. თუკი ვაზის ქართულ ჯიშთაგან არცერთი არ აღმოჩნდა ღვინის დასაყენებლად ვარგისი მაშინ კი ბატონო, მაგრამ საქმე ამგვარადაა? უცხოური საღვინე ვაზის ჯიშების ადგილი ნამდვილად არის საქართველოს ამპელოგრაფიულ ნაკვეთებში და ეს ცალსახად უდაოა, მაგრამ მათ ჯერ-ჯერობით არაფერი ესაქმებათ საწარმოო ვენახებში, რადგან ჩვენ საამისო არა გვიჭირს რა.
დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია საქართველოს მევენახეობის ყოველი კუთხის მკვიდრმა საკუთარი ვაზის ჯიშების გამრავლებაზე იზრუნოს. საფერავიცა და რქაწითელიც ვაზის უნიკალური ჯიშებია, მაგრამ მათი ადგილი კახეთშია და არა იმერეთში, ისევე, როგორც, მაგალითად ალექსანდროულისა რაჭაში, უსახელოურისა ლეჩხუმში, ანდა ჩინებულისა ქართლში და სხვ.
წარმატებებს ვუსურვებთ მათ, ვინც ჩვენი წინაპრების მიერ ჩვენამდე სისხლის ფასად მოტანილი ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების ფესვებს აფასებს და ახარებს.
გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა 2014 წ.

18 thoughts on “ქართული ვაზის ჯიშები – ჩვენი ეროვნული საგანძური (მოკლე მიმოხილვა)

  • 07/07/2021 at 09:38
    Permalink

    Wow! This blog looks exactly like my old one! It’s on a entirely different subject
    but it has pretty much the same layout and design.
    Superb choice of colors!

  • 07/07/2021 at 12:12
    Permalink

    I’m truly enjoying the design and layout of your blog.
    It’s a very easy on the eyes which makes it much more pleasant for me to come here and visit more often.
    Did you hire out a developer to create your theme? Fantastic work!

  • 07/07/2021 at 16:47
    Permalink

    Hello to every body, it’s my first visit of this webpage; this
    web site contains amazing and truly good
    information designed for visitors.

  • 07/07/2021 at 21:33
    Permalink

    At this time I am going to do my breakfast, after having
    my breakfast coming yet again to read more news.

  • 07/07/2021 at 22:58
    Permalink

    Wow, amazing blog structure! How lengthy have you been blogging for?
    you made running a blog look easy. The full look of
    your website is fantastic, as neatly as the
    content material!

  • 08/07/2021 at 00:44
    Permalink

    Aw, this was an incredibly nice post. Taking the time and actual effort to produce a good article… but what can I say… I hesitate a lot and never seem to get nearly anything
    done.

  • 28/08/2021 at 21:44
    Permalink

    Very nice post. I simply stumbled upon your blog and wanted to say that I have
    really loved browsing your blog posts. After all
    I will be subscribing in your rss feed and I hope you write again very soon!

  • 31/08/2021 at 15:31
    Permalink

    Hello everyone, it’s my first pay a quick visit at this web
    site, and article is actually fruitful in support
    of me, keep up posting these content.

  • 01/09/2021 at 16:02
    Permalink

    Good day! Do you know if they make any plugins to safeguard against hackers?
    I’m kinda paranoid about losing everything I’ve worked hard
    on. Any recommendations?

  • 02/09/2021 at 01:13
    Permalink

    I always used to study article in news papers but now as I am a
    user of net thus from now I am using net for posts, thanks to web.

  • 02/09/2021 at 22:22
    Permalink

    Hi, this weekend is nice for me, as this time i am reading this
    fantastic educational piece of writing here at my house.

  • 04/09/2021 at 19:38
    Permalink

    When I initially commented I appear to have clicked the -Notify
    me when new comments are added- checkbox and now
    every time a comment is added I recieve 4 emails with the exact same comment.
    Is there an easy method you can remove me from that service?

    Thanks!

  • 05/09/2021 at 00:42
    Permalink

    Why users still make use of to read news papers when in this technological world everything is presented on net?

  • 05/09/2021 at 10:58
    Permalink

    Hmm is anyone else experiencing problems with the pictures on this
    blog loading? I’m trying to find out if its a problem on my end or if it’s the blog.
    Any responses would be greatly appreciated.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.