ბლოგიმეფრინველეობა

ქათამს მეტი ფერის აღქმა შეუძლია ვიდრე ადამიანს, რატომ?

გამოჩეკვამდე წიწილის მარჯვენა თვალი მიმართულია ნაჭუჭისაკენ (შთანთქავს სინათლეს ნაჭუჭის მეშვეობით),  ხოლო მარცხენა თვალი დაფარულია სხეულით. შედეგად მარჯვენა თვალში ვითარდება ახლომხედველობა, მარცხენაში კი- შორსმხედველობა.  შესაბამისად ქათამი  მარჯვენა თვალით ეძებს საკვებს მის გარშემო, მარცხენათი კი აკონტროლებს საფრთხეს შორ არეალზე, ალბათ   შეგიმჩნევიათ კიდეც, რომ ქორის ან სხვა მტაცებლის გადაფრენისას  ქათამი მარცხენა თვალით  ზეცისკენ იხედება.
ქათმებს უფრო მეტი ფერის აღქმა შეუძლიათ ვიდრე ადამიანებს, ისინი სამი ძირითადი ფერის გარდა  (წითელი, მწვანე, ლურჯი) ულტრაიისფერ სხივებსაც აღიქვამენ.

ულტრაიისფერი სხივების აღქმა ეხმარება ქათამს მბზინვარე მწერების, თესლების, კენკრისა და ხილის პოვნაში ტალახსა და ჭუჭყშიც კი.

დამტკიცებულია, რომ წიწილის  ბუმბული ზრდის პროცესში ირეკლავს ულტრაიისფერ სხივებს. მათი აღქმის მეშვეობით დედალს შეუძლია ამოიცნოს სწრაფად და ჯანმრთელად მზარდი  წიწილი და მეტი ენერგია დაუთმოს მათ გამოზრდას. საწუხაროდ, ის არ კარგავს ძალებს სუსტ წიწილაზე.

ქათმებს  ფერების აღქმის მეშვეობით თავიანთი ოჯახის წევრების მარტივად გარჩევა შეუძლიათ სხვა ქათმებისგან.

დედალს ასევე შეუძლია ძალიან პატარა განსხვავებითაც კი განასხვაოს თავისი კვერცხი სხვა კვერცხებისაგან.

ქათმებს თვალებში „მოძრაობის ამომცობი კონუსი“ (მოძრაობის დეტექტორი)  აქვთ, რაც  მათ საშუალებას აძლევს, სენსიტიურები იყვნენ  მცირე მოძრაობების მიმართ, როგორიცაა ბალახში მცოცავი მწერი ან მიმალული მტაცებელი.

ქათმებს 300 გრადუსიანი ხედვის  არეს აღქმა  თავის მოძრაობის  გარეშე შეუძლიათ,  რადგან  მათი თვალები თავის გვერდებზეა განთავსებული და არა წინ,  როგორც  ადამიანს შემთხვევაში, რომლის ხედვის არე 180 გრადუსია.

ქათმებს ზედა და ქვედა ქუთუთოს გარდა აქვთ მესამე ქუთუთოც, რომელიც დანარჩენებისაგან განსხვავებით ჰორიზონტალურად მოძრაობს. ეს მემბრანა გამჭირვალეა, ამიტომ ხშირად მტვერსა და ჭუჭყში საკვების მოპოვებისას მას ხუჭავენ,  რათა თვალი  დაცულად იყოს.  და რაც მთავარია, ეს მათ ხელს არ უშლის მტაცებლებისა და სხვა მოსალოდნელი საფრთხეების გაკონტროლებაში.

ქათმებს სუსტად აქვთ განვითარებული ღამის ხედვა, მათი თვალის ბადურა ღამით ფაქტობრივად არამგრძობიარეა.

ქათმებს ასამდე სახის ამოცნობა შეუძლიათ, ეს იქნება სხვა ქათამი, ადამიანი თუ ცხოველი. მათ  შეუძლიათ  გაშიფრონ (გაიხსენონ)  თავიანთი დადებითი და უარყოფით შეხვედრები (მოვლენები)  წარსულში.

ქათმის თვალებს მოძრაობის ძალიან შეზღუდული დიაპაზონი აქვთ და არ აქვთ  უნარი  ობიექტზე ფოკუსირდნენ, სანამ მათი სხეულის დანარჩენი ნაწილი მოძრაობს.

ქათმებს შეუძლიათ შეიგრძნონ სინათლის არსებობა ან არ არსებობა თავის ტვინში მდებარე გირჩისებრი ჯირკვლის-ეპიფიზის მეშვეობით.  ამის გამო,  სრულიად ბრმა ქათამიც კი გრძნობს დღის სინათლისა და სეზონების ცვლილებას.

ქათმებს წითელი ფერი იზიდავს, წითელი სისხლთან და სისუსტესთან ასოცირდება ქათმებში,  ამიტომ ხშირად უნისკარტებენ  ჭრილობაში სხვა ქათმებს.

ნინო ჭიჭაყუა

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი

წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №12 (123) 2022წ.