რა არის სუდანი, რომელიც ქართულ საკვებ პროდუქტებში აღმოჩნდა და როგორ უნდა ამოიცნოთ საღებავის არსებობა პროდუქტში
მომხმარებელთა ფედერაციის მიერ გავრცელებულ საგანგაშო მონაცემებს, ქართულ პროდუქტებში, საწებლებში საშიში საღებავის – სუდანის შემცველობას, პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე გამოეხმაურა,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ყველა საღებავს თავისი დანიშნულება აქვს – ზოგს საკვებში, ზოგს ტექტილის, პლასტამასის თუ კოსმეტიკურ მრეწველობაში, ზოგსაც – მედიცინაში.
უდანი ულამაზესი ფერის საღებავების ჯგუფია. მისი რამდენიმე ფორმა არსებობს. სუდანი I, II, III, IV ისეთი ლამაზი ფერის წითელი საღებავია, აუცილებლად მოგტაცებთ თვალს. შეიცავს აზოტის ჯგუფის ნივთიერებებს, კარგად იხსნება ცხიმში. სწორედ ამიტომ მას პლასტმასის, ცვილების, ლაქების, ტექნიკური ზეთების, საღებავების წარმოებაში იყენებენ.
სუდანი გამოიყენება მედიცინაშიც, უჯრედებისა და ქსოვილების მიკროსკოპით შესწავლისათვის მათ შესაღებად.იყენებენ ტექსტილის მრეწველობასა და ზოგჯერ კოსმეტიკურ საშუალებების წარმოებისას, მისი ძალიან ლამაზი წითელი ფერის და თურმე არამხოლოდ ამის გამო.
პირველი სკანდალი 2003 წელს საფრანგეთში აგორდა, როცა ინდოეთიდან შემოტანილი ჩილის სოუსებში სურსათის კონტროლის მესვეურებმა სუდანი აღმოაჩინეს.
ამავე წელს გაერთიანებული სამეფოს საკვების უვნებლობის სააგენტომ გააკეთა განცხადება ზოგიერი ჩილის შემცველი პროდუქტის დაბინძურების შესახებ. ამას სავაჭრო ცენტრებიდან 600-მდე საკვები პრდუქტის ამოღება მოჰყვა – მათ შორის იყო მზა სუპების, ჩიფსების, სუნელების, სოუსების სხვადასხვა სახეობები.
შემდეგი სკანდალი 2006 წელს ჩინეთში აგორდა, სადაც სუდანი იხვის, ქათმის ხორცსა და კვერცხში ააღმოაჩინეს. როგორც ჩანს, კვერცხის მწარმოებლებს ძალიან უნდოდათ, თავი მკვეთრი ნარინჯისფერი კვერცხის გულით მოეწონებინათ, რისთვისაც ფრინველს სუდანისშემცველ საკვებს აძლევდნენ.
რა უნდა სუდანს საკვებში
შესანიშნავი წითელი ფერი, რითიც სუდანი გამოირჩევა, თურმე საკვებ პროდუქტებსაც აძლევს ისეთ ფერს, რითიც ის მიზმიდველი ხდება. დახლზეც აუცილებლად შენიშნავთ და სავაჭრო ურიკაშიც სწორედ მას მოათავსებთ.
ამგვარად, მწარმოებლისათვის ეს პროდუქტის პოპულარობის და გაყიდვების ზრდის მიზეზი ხდება.
სულ ტყუილად დაიწყებთ პროდუქტის ეტიკეტის თვალიერებას – იქ მას, რა თქმა უნდა, ვერ იპოვით. სუდანის გამოყენება საკვები მიზნებით ხომ აკრძალულია. სამწუხაროდ, მის არსებობას საკვებ პროდუქტში ვერც სუნით მიხვდებით და ვერც გემოთი.
რეგულაციები
1973 წელს გაეროს საკვებისა და აგიკულტურების ორგანიზაციის FAO/WHO ექსპერტთა ჯგუფმა სუდანის ჯგუფის საღებავები საკვებად უვარგისად სცნო და მისი ამ მიზნით გამოყენება აკრძალა.
1975 წელს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) ექპერიმენტული კვლევებით დააგინა, რომ სუდანის კანქვეშ შეყვანა ექსპერიმენტულ თაგვებში სიმსივნურ დაავადებებს იწვევდა, თუმცა მსგავსი დასკვნა ადამიანებზე არ გამოქვეყნებულა.
მეცნიერები თვლიან, რომ სუდანი კანცეროგენული, გენოტოქსიური და ტერატოგენული ეფექტების მქონე ნივთიერებაა. ეს რთული სიტყვები ასე განიმარტება – სუდანის საკვებად გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები, გენური მუტაციები, აგრეთვე ნაყოფის სიმახინჯეები ორსული ქალის მიერ მისი ხშირი გამოყენებისას.
სუდანის გამოყენება საკვებ პროდუქტებში იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთში, ავსტრალიაში, კანადაში.
როგორ შეიძლება დავიცვათ თავი
სურსათის კონტროლი სახელმწიფოს საქმეა და ეს რეგულარულად უნდა განხორციელდეს, უნდა გამკაცრდეს სასჯელები არაკეთილსინდისიერი მწარმოებელების მიმართ.
ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, თავი ავარიდოთ სოუსებს, რომელთაც მკვეთრი, არაბუნებრივი წითელი შეფერილობა აქვთ.
და კიდევ, გახსოვდეთ, ერთჯერადი მიღება ამ მავნე ეფექტებს არ ქმნის. ჯანმრთელობისათვის საშიში შედეგები დგება მაშინ, თუ ჩვენ სუდანისშემცველ საკვებს სისტემატურად გამოვიყენებთ.