აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობა

რამდენი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება მამალ ფუტკრებზე…

დროა დაინგრეს ეს შეხედულებაც „ზარმაც და უსაქმურ” მამალ ფუტკრებზე, რომლებიც არაფერს საქმიანობენ ოჯახის კეთილდღეობისათვის და მხოლოდ უსაქმურად დაფრინავენ აღმა – დაღმა …   რეალობა კი იცით რას გვეუბნება?!

მამალი ფუტკრები დედა ფუტკართან ერთად ინაწილებს ოჯახის გამრავლების ფუნქციას, ის ხომ ოჯახის გამრავლების ერთ-ერთი მთავარი ბურჯი _ სპერმატოზოიდების ბანკი, მამალი ფუტკარია ოჯახის სტაბილურობის და ბიო გადარჩენისათვის მუდმივად ბრძოლის სიმბოლოა…

თუმცა როგორც კი გარემო პირობები უარესდება მუშები გარეთ გამოყრიან ხოლმე და ჩვენი სიცოცხლისათვის მებრძოლი სიმბოლო განწირულია…

ახლა კი ვისაუბროთ იმ მრავალრიცხოვან ფუნქციებზე რასაც მამალი ფუტკრები მუშებთან ერთად ასრულებენ, მონაწილეობენ მთელ რიგ საქმიანობაში, როგორც სკაში ისე გარეთ.

მამალი ფუტკარილკაჯდლფკჯსალდფ

მამალი ფუტკარი ფუტკრის ოჯახის გამრავლების მთავარ საშუალებას, რომელიც 30 კვ/კმ-ზე მეტ ფართობზე დაფრინავს და ეძებს დედოფალს, გააქტიურებული აქვს როგორც დედოფლის აღმომჩენი ფერომენები, ასევე 6 000 თვალი​თ (ომატიდი) დაეძებს სივრცეში დედოფლის და პოვნის შემთხვევაში, შეჯვარების დროს, ეუკოლაციის დასრულებისთანავე წამებში კვდება, რადგან მას სასქესო ორგანოები ძვრება;

მამრი ფუტკარი 250 მგ-ს იწონის, როცა მუშა ფუტკრის წონა 100მგ-მდეა, ხოლო დედა ფუტკრის 230 მგ-ია; მამალი ფუტკრები ჰაპლოიდები არიან მხოლოდ 16 ქრომოსომის მატარებელნი და სპერმაც 16 ქრომოსომისაა (ამიტომ სრულიად იმეორებენ დედის გენს), როცა მუშა და დედა ფუტკრები 32 ქრომოსომის მატარებელნი არიან. მათი გამრავლება ასექსუალურია, ანუ სქესობრივად მონოგამეტური, ვინაიდან მასში შედის რეპროდუქციული უჯრედი, ან გამეტი. სპერმა წარმოიქმნება სპეციალური მეიოზისას, რომლის დროსაც ყველა ქრომოსომა გადადის ერთ რეპროდუქციულ უჯრედში და არა მეორეში. (მეიოზი — პროცესი, რომლის შედეგად დიპლოიდური ევკარიოტული უჯრედი იყოფა ისე, რომ ჰაპლოიდურ უჯრედებს, გამეტებს წარმოქმნის. მეიოზი მნიშვნელოვანია სქესობრივი გამრავლებისათვის. ვინაიდან პროკარიოტებს სქესი და სქესობრივი გამრავლება არ აქვთ, მათ არც მეიოზის უნარი გააჩნიათ.)

მამალი ფუტკრის მორფოლოგია

მამლები ვითარდებიან მუშებზე დიდი ზომის, გუმბათისებურად გადახურულ ცვილის უჯრებში, უჯრის დიამეტრი შეადგენს 8 მმ და მომდინარეობენ გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედებიდან (ფაკულტატორული პართენოგენეზი, ამ დროს სახეობებისათვის ჩვეულებრივ სქესობრივ გამრავლებასთან ერთად დამახასიათებელია პართენოგენეზიც, მაგ: ფუტკრებში დედა ფუტკარი მიიღება კვერცხუჯრედიდან, ხოლო მამრი ფუტკარი გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან ანუ პართენოგენეზით).

დედა და მუშა ფუტკრებისგან განსხვავებით უჯრიდან ამოდიან 24 დღის შემდეგ, მათი სხეული ადვილად იდენტიფიცირება. უფრო დიდი მომრგვალებული ფორმით, დიდი თვალებით და გრძელი ანტენებით, მას არ აქვს ნესტარი, ახასიათებს ხმაურიანი ფრენა. მუშა ფუტკრებისგან ასევე განსხვავდებიან იმით, რომ მათ არ აქვთ უკანა გრძელ კიდურებზე ჩაღრმავება/ტომსიკა, სადაც მუშები ყვავილის მტვერს და დინდგელს/პროპოლისს აგროვებენ. მათ ასევე არ აქვთ საცვილე ჯირკვლები. მუშა ფუტკრებისგან განსხვავებით მათი ხორთუმი ბევრად მოკლეა, მხოლოდ მამლებისთვის დამახასიათებელი ფერომენის გავრცელების უნარი, მათ საშუალებას აძლევთ შეაღწიონ ნებისმიერ სკაში, გვერდი აუარონ დარაჯ ფუტკრებს.

მოდით ჩამოვთვალოთ მამალი ფუტკრის როლი და ფუნქციები ოჯახის განვითარებაში:

დედა ფუტკრის განაყოფიერება;

სითბოს გამოყოფა/თბორეგულაციის დაცვის პროცესში მონაწილეობა;

ნექტრის თაფლად გადაქცევა, საკვების განაწილება -ტროფალაქსისი; ერთ მამალ ფუტკარს ერთ ჯერზე შეუძლია 50 მუშა ფუტკრის საკვებით უზრუნველყოფა/მიწოდება;

იზადავს ვაროას ტკიპას; 10-9 შემთხვევაში ვაროას ტკიპა რეპროდუქციისათვის სამამლე ბარტყს არჩევს, რომლის გამოყენებითაც შეგვიძლია ვაროას რაოდენობის კონტროლი აკარაციდების გამოყენების გარეშე.

ასევე მსურს, მოგაწოდოთ საინტერესო ინფორმაცია:

მამალს მამა არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს ბაბუა და ა.შ.;

ის სქესობრივი კავშირის დროს კვდება, ამიტომ სხვა დედოფლებს ვერ შეუჯვარდება;

მის შვილებს ბევრი ნახევარდა/ძმა ეყოლებათ, რადგან დედოფალს განაყოფიერების დროს ბევრ მამრთან აქვს კავშირი;

მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 90 დღეა;

მას არ შეუძლია დანესტვრა იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ნესტარი არ აქვს;

ოჯახს ეხმარება ისეთი ამოცანების შესრულებაში, როგორიცაა ტროფალაქსისი, სკაში თერმორეგულაციის და ვენტილაციის მოწყობა და საჭიროების შემთხვევაში ბარტყის გათბობაც;

მათი ყოფნა ხელს უწყობს ფუტკრებს მეტი სამუშაოს შესრულებაში;

მამალ ფუტკარს შეუძლია იფრინოს 10 მეტრ სიმაღლეზე და შეუძლიათ გაფრინდნენ 17 კმ-ზეც დედოფლის საძებნად.

ადგილებს, სადაც მამალი ფუტკრები იკრიბებიან, მამლების თავშეყრის ადგილს უწოდებენ.

დედოფლები პოულობენ ამ თავშეყრის ადგილებს, უერთდებიან მათ და დაფრინავენ მამლების თანმხლები ამალით, რომელიც სინამდვილეში მამალი ფუტკრების დოღს წარმოადგენს.

ალეკო პაპავა,  პროფესიონალი მეფუტკრე/ ექსპერტი,

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება