აგროსიახლეები

რძის ნაწარმის შემოწმება მცენარეული ცხიმის შემცველობაზე

საქართველოს კანონმდებლობით პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი მცენარეული ცხიმით ან სხვა ინგრედიენტებით არის ჩანაცვლებული, არ წარმოადგენს რძის ნაწარმს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა 2023 წლის დეკემბერში, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 10 რძის პროდუქტი შეიძინა და ლაბორატორიას ჩააბარა, მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შესამოწმებლად. 10-დან 2 ნიმუშში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ:

 

1. 

პროდუქტის დასახელება: რძე რჩეული სოფლის ნობათი 1,5%

მწარმოებელი/ქვეყანა: AZ FP CO LTD (შპს ვიმ-ბილ-დან საქართველოს დაკვეთით), აზერბაიჯანი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 23.08.23 – 19.02.24 W20969

შესყიდვის ადგილი:  კარფური, შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია, გლდანი IV მ/რ, თბილისი შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა  ლაბორატორიის ოქმი;

________________________________________________________

2. 

პროდუქტის დასახელება: არაჟანი სანტე 12%

მწარმოებელი/ქვეყანა: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები, საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 17.11.23 – 12.12.23, P471A

შესყიდვის ადგილი:  კარფური, შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია, გლდანი IV მ/რ, თბილისი შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა  ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________________

3.

პროდუქტის დასახელება: სულგუნი ლაზარა

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილი, ბოლნისის რ-ნი სოფ. რატევანი, საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 26.11.23 – 13.12.23

შესყიდვის ადგილი: კარფური, შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია, გლდანი IV მ/რ, თბილისი შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

_________________________________________________

4. 

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული, დიდგორი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს შავნაბადა, საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 19.11.23-19.12.23

შესყიდვის ადგილი: კარფური, შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია, გლდანი IV მ/რ, თბილისი შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

_________________________________________________

5. 

პროდუქტის დასახელება: მაწონი რძისამე 3,2%

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს ქართული რძის პროდუქტები, საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 30.11.23 – 20.12.23

შესყიდვის ადგილი: კარფური, შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია, გლდანი IV მ/რ, თბილისი შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

_________________________________________________

6. 

პროდუქტის დასახელება: მაწონი მალკო 3,2%

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს რესპუბლიკა, საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 29.11.23 – 17.12.23, LOT 2B

შესყიდვის ადგილი: მაღაზია უნივერსამი, შპს მემო, მიქელაძის ქ. 9, თბილისი შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

__________________________________________________

7. 

პროდუქტის დასახელება: ნაღების კარაქი შატილი 82%

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. კახაბერ მექოშვილი, საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 22.11.23 – 20.01.24

შესყიდვის ადგილი: შპს ორი ნაბიჯი, დიღმის მასივის მე-4 კვ., კორპ. 5ა, ბ. 23, თბილისი შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

__________________________________________________

8. 

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული ასაწონი აგროჰაბი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს აგროჰაბი, საქართველო

შეფუთვის/ვარგისიანობის თარიღი: 07.12.23- 12.12.23

შესყიდვის ადგილი: აგროჰაბი, მარშალ გელოვანის 22, თბილისი შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

__________________________________________________________

9. 

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ზურაბ გელაძე, საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: –

შესყიდვის ადგილი: ი.მ. გიორგი უტიაშვილი,  მე-4 კვ, მოსე გოგიბერიძის 5, თბილისი შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

__________________________________________________

10. 

პროდუქტის დასახელება: ყველი სულგუნი

მწარმოებელი/ქვეყანა: რკ ქცია 2014, საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 27.11.2023 – XXX

შესყიდვის ადგილი: ი.მ. რამაზ ვაშაყმაძე, დიღმის მას., მე-5 კვ., თბილისი შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

დარღვევების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) და შესაბამის მეწარმეებს.

როგორც ზემოთაც აღინიშნა, ერთ-ერთი მეწარმე, რომლის ყველშიც მცენარეული ცხიმი გამოვლინდა არის ინდმეწარმე ნოდარ ლაზარეშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანიდან. აღსანიშნავია, რომ სეს-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში ყველის მწარმოებელი ერთ-ერთი ინდმეწარმის ორ ნიმუშში მცენარეული ცხიმი 2021 წელსაც აღმოაჩინა. თუმცა, ბოლო წლების მანძილზე სეს მის მიერ შემოწმებული ინდმეწარმეების სახელწოდებებსა და პირად ნომრებს არ აქვეყნებს, პირადი მონაცემების დაცვის მომიზეზებით. ამიტომ მომხმარებლები მოკლებული ვართ საშუალებას გავიგოთ იგივე მეწარმის პროდუქციაში იყო თუ არა 2021 წელს აღნიშნული დარღვევა გამოვლენილი.

აკრძალვის მიუხედავად, წლების განმავლობაში, საქართველოში მცენარეული ცხიმების შერევით ფალსიფიცირებული რძის ნაწარმი იყიდება. შესაბამისად, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად, სხვა პროდუქტს იძენს.

როგორც ცნობილია, მცენარეული ცხიმი ჩვეულებრივად გამოიყენება საკვებად და, როგორც ასეთი, საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის ნორმალური განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის დაბალანსებულ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რის ერთ-ერთ ნაწილსაც, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით, რძის ნაწარმიც წარმოადგენს.

გარდა ამისა, ადამიანი მატერიალურადაც ზარალდება, როდესაც რძისა და რძის ნაწარმის შესაბამის ფასს ფალსიფიცირებულ პროდუქციაში იხდის.

ამ პრობლემის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად, მიმდინარე წლის ოქტომბერში წამოვიწყეთ კამპანია რძის ნაწარმის შესამოწმებლად მოქალაქეთა შემოწირულობების შესაგროვებლად. კამპანიის შედეგად 932 ლარი შეგროვდა, რაც 13 ნიმუშის შესამოწმებლად იყო საკმარისი. ყველა შემომწირველს დიდი მადლობა ყურადღებისა და ნდობისათვის!

მოქალაქეთა შემოწირულობებს ჩვენმა ორგანიზაციამ საკუთარი თანხაც დაამატა, საერთო ჯამში 20 ნიმუში შევისყიდეთ და ჩავაბარეთ ლაბორატორიას. პირველ ეტაპზე 10 ნიმუშის შემოწმების შედეგებს ვაქვეყნებთ. დამატებითი 10 ნიმუში ჯერ კიდევ მოწმდება ლაბორატორიაში და მათი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6814.

კამპანია გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

წყარო: ww.momxmarebeli.ge/articles/all/6814.