რობოტები სოფლის მეურნეობას იპყრობენ
რობოტები სოფლის მეურნეობაში ყველა მხრიდან აღწევენ. მწარმოებლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ჰერბიციდების გამოყენება და სასურსათო სისტემა უფრო მდგრადი გახადონ.
10 წლის წინ ეს ფანტასტიკის სფერო იყო, სამეურნეო სივრცეში (მაგ. მარცვლეულის ყანაში) შემოდის მაღალტექნოლოგიური მანქანა და ლაზერის სხივით არასასურველ მცენარეებს ანადგურებს.ზუსტად ასე დადიან ამჟამად ოჰაიოს მინდვრებში რობოტები და ხშირად ტიკ-ტოკის პოპულარული ვიდეო რგოლების ცენტრალური ობიექტები ხდებიან.
მესამე თაობის ფერმერმა შეი მაიერსმა, გასულ წელს, 12-ჰექტრიან ნაკვეთში,ორი რობოტის გამოყენება დაიწყო. რობოტები გადაადგილდებიანნაკვეთში, ასკანერებენ სარეველებს და მიმართავენ მათზე ლაზერისსხივებს.
„მიკროწამებში ხდება მოწითალო სხივით განათება და თქვენ ხედავთ როგორ იფერფლება სარეველა, ის უბრალოდ ქრება, ადრე ეს სამეცნიერო ფანტასტიკა იქნებოდა“- ამბობს მაიერსი.
რობოტები თითქმის უხმო არიან, მხოლოდ ძრავების ხმები ისმის. თითოეულ მათგანს შეუძლია საათში ათასობით სარეველა გაანადგუროს, ამბობენ კომპანია Carbon Robotics-ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ რობოტებს აწარმოებენ.
Carbon Robotics, ისევე როგორც აგრორობოტების შემქმნელი სხვა სტარტაპები, ხაზს უსვამენ ეკოლოგიურ უპირატესობებს, რომლებიცამ მანქანებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობას მოუტანონ, ეს, პირველ რიგში, ნიადაგის დეგრადაციის დაჰერბიციდების გამოყენების შემცირებაა.
ფერმერები თანხმდებიან, რომ სოფლის მეურნეობა სულ უფრო მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირების თვალსაზრისით, რომლებმაც შეიძლება დააბინძურონ გრუნტის და ზედაპირული წყლები, ნიადაგი, უარყოფითი გავლენა იქონიონ ველურ ბუნებასა და არასამიზნე მცენარეებზე.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ფერმერებს მექანიკური გადაწყვეტილებების ძიებისკენ უბიძგებს, სარეველების რეზისტობაა არსებული პრეპარატებისმიმართ.
„ხუთი წლის წინ, თითქმის არ არსებობდნენკომპანიები, რომლებიც ამ ტიპის სასოფლო-სამეურნეო რობოტებს ქმნიდნენ“ – ამბობს აგრორობოტების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი სან-ფრანცისკოდან სებასტიან ბოიერი და დასძენს, „დღეს ეს სწრაფად მზარდი სფეროა.“
პროგნოზების თანახმად, მსოფლიოში ამ ტიპის სასოფლო-სამეურნეო მანქანების წარმოება, რომლებიც ასევე შეიძლება შექმნილია კულტურების დასათესად, მოსავლის ასაღებად და მონიტორინგისთვის, 2020 წლის $ 5.4 მილიარდიდან 2026 წლისთვის $ 20 მილიარდამდე გაიზრდება.