აგრარული განათლება

როდის ავიღოთ და დავახარისხოთ ხახვი

ხახვის ბოლქვები ზონების მიხედვით სხვადასხვა დროს უნდა ავიღოთ, დაბლობში — ივლის-აგვისტოში, ხოლო მაღლობში — აგვისტო-სექტემბერში.

ხახვის ბოლქვის აღება მაშინ არის შესაძლებელი, როცა ის ზრდას დაასრულებს. გარეგნულად ეს ამ ნიშნებით გამოიხატება: ფოთლები და ცრუ ღერო უყვითლდება და უხმება. ბოლქვის ყელი წვრილდება, კარგავს დრეკადობას და მთელი ფოჩი იწყებს ჩაწოლას. ასეთი დამახასიათებელი ნიშნების აღმოჩენისას ხახვი დაუყოვნებლივ უნდა ავიღოთ, რადგან დაგვიანებით აღების შემთხვევაში შესაძლოა ახალი ფესვები და ფოჩი განივითაროს, რაც მეტად ამცირებს მის შენახვისუნარიანობას.

ხახვი აუცილებლად მშრალ ამინდში უნდა ავიღოთ და მინდორშივე გავაშროთ.

წვიმიან ამინდში აღებული ხახვი აუცილებლად უნდა გაიშალოს თხელ ფენად და ისე გაშრესა.

გაშრობის დროს აუცილებელია მისი გადაბრუნ-გადმობრუნება.

გამშრალი ხახვის ხარისხის მიხედვით ხარისხდება: პირველ ხარისხის ერთგვაროვან ბოლქვებად, მეორე ხარისხის, შედარებით მომცრო ბოლქვებად და  უსტანდარტო ბოლქვებად.

ასოციაცია „მომავლის ფერმერი“