დარგებიმცენარეთა დაცვაფერმერი ფერმერს

ვიდრე ფაროსანა გააქტიურდება _ როგორ გავანადგუროთ შენობებში და სათავსოებში შეფარებული მავნებელი                      

უსაფრთხო, მაღალეფექტიანი ინსექტიციდი – ფენდონა
საქართველოში ფაროსანას მასიურმა გამრავლებამ მოსახლეობას დიდი თავსატეხი გაუჩინა. მავნებელმა საცხოვრებელ ბინებში და სხვა საყოფაცხოვრებო სათავსოებშიც შეაღწია. საერთოდ კი პრობლემა კომპლექსურია და ის შეიძლება ორ დიდ ჯგუფად გაიყოს:
1. სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალი;
2. საყოფაცხოვრებო – კომუნალური პრობლემა.

სოფლის მეურნეობაში ამ პრობლემის გადასაწყვეტად შექმნილია სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც გაერთიანებულია მრავალი სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურა. დამტკიცებულია სტრატეგიული პროგრამა, შესაბამისი ბიუჯეტით.

რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პრობლემას აქ დღემდე არაა ჩამოყალიბებული პროგრამა და შესაბამისად არც  სტრატეგია ჩანს. თავიდანვე უნდა განვაცხადო, რომ ამ საქმეში მთავარი ფიგურანტი – „მებრძოლი“ თითოეული მოქალაქე უნდა გახდეს, მაგრამ მას სჭირდება კვალიფიციური დახმარება და ბრძოლის იმ საშუალებების გაცნობა, რაც უსაფრთხო და ეფექტიანია.

მინდა ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც შევეხო – „ფაროსანა“ შემოდგომით შენობა- ნაგებობებს აფარებს თავს გამოსაზამთრებლად. სწორედ ამ დროს იქმნება გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პრობლემა – ფაროსანა სახლში, ფაროსანა საწოლში, ფაროსანა საკვებში, ამ დროს ის ყველგან შეიძლება შეგვხვდეს. მიმაჩნია, ფაროსანას წინააღმდეგ „ბრძოლა“ ყველაზე ეფექტიანი სწორედ ამ პერიოდში – უკვე ბუნებრივად ჩაბუდების ადგილებშია.

აქაც ბრძოლის კომბინირებული მეთოდი უნდა განვიხილოთ:

1. განადგურება ფიზიკო-მექანიკური მეთოდებით (მარალი ძაბვის ულტრაიისფერი ნათების გამანადგურებელი და  ელექტრო-მაგნიტური ველის პრინციპზე მომუშავე დამაფრთხობლები;

2. ეკოლოგიურად ნაკლებად უსაფრთხო ქიმიური მეთოდები.

საქართველოში დღეს დარეგისტრირებულია რამდენიმე მაღალეფექტიანი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ევროპული პრეპარატი, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგ  საყოფაცხოვრებო პირობებშიც წარმატებით შეგვიძლია  გამოვიყენოთ.

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია გერმანული კომპანია „ბასფის“ მიერ წარმოებული ინსექტიციდი – „ფენდონა“.

ფენდონა უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული პრეპარატია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო ინსექტიციდმა პროფესიონალური დეზინსექციის და საყოფაცხოვრებო სფეროში მაღალეფექტიანად გამოსაყენებლად.

 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის უსაფრთხოა დახურულ სივრცეებში მოხმარებისთვისაც. მას იყენებენ ისეთი ობიექტების დეზინსექციისთვის, როგორიცაა: საწარმოო და საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობები, კომუნალური დანიშნულების ობიექტებში (სასტუმროები, სპორტკომპლექსები, კვების ობიექტები, სასწავლო დაწესებულებები და სხვა).

ფენდონა არის ინსექტიციდი, რომელიც წარმატებით გამოიყენება საყოფაცხოვრებო მავნე მწერების გასანაგურებლად, როგორიცაა: ბუზები, რწყილები, ტარაკნები, კოღოები, ჭიანჭველები და სხვა. განსაკუთრებით ეფექტურია სხვადასხვა სახის ტკიპების და „ფაროსანას“ წინააღმდეგ.

ქართულ ბაზარზე გერმანული კომპანია „ბასფის“ წარმოებული ისექტიციდიფენდონა“ შპს „აგროვიტას“ სავაჭრო ქსელებში და სხვა შესაბამის  მაღაზიებში იყიდება. იგი დაფასოებულია 1 ლიტრიან ჭურჭელში და მას ახლავს მოხმარებისა და უსაფრთხოების სრული ინსტრუქცია.  პრეპარატი დარეგისტრირებულია საქართველოში „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის“ მიერ  (სარეგისტრაციო მოწმობა #85, 26.01.18) და „სურსათის ეროვნულ სააგენტოში“ (სარეგისტრაციო მოწმობა #1136, 16.02.16).

ფენდონას“ გამოყენების და უსაფრთხოების ნორმების დაცვის ინსტრუქცია

სამუშაო ხსნარი მზადდება ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში.  ფენდონას ქარხნული კონცენტრატის გახსნით. პრეპარატის შესასხურებლად გამოიყენება სპეციალური გამაფრქვეველი აპარატი. ფართის განმეორებითი დამუშავება ხდება  იმ შემთხვევაში თუ ამის ენტომოლოგიური საჭიროება დგება (მავნებლების ახალი თაობის გამოჩეკვა) 10-12 დღის ინტერვალით.

პრეპარატით მუშავდება ფართი, სადაც მოსალოდნელია მავნე მწერების არსებობა და გადაადგილება. დამუშავებიდან 24 სთ-ის შემდეგ ფართი უნდა განიავდეს და სველი წესით მოირეცხოს დამუშავებული ადგილი. დასუფთავებიდან 3 სთ-ს შემდეგ თავისუფლად შეიძლება გაგრძელდეს საქმიანობა. პრეპარატს არ აქვს ძლიერი დამახასიათებელი სუნი და დამუშავებულ ზედაპირზე არ ტოვებს ლაქებს. ხასიათდება დაბალი ტოქსიკურობით ადამიანის და სხვა თბილსისხლიანების მიმართ.  მისი მოხმარება ნებადართულია ადამიანთა და თბილსისხლიან ცხოველთა  საყოფაცხოვრებო შენობებში, უსაფრთხოების ინსტრუქციის დაცვით.

მომხმარებლისთვის კომფორტის გაუმჯობესების მიზნით პრეპარატი იყიდება უვე „გამზადებული  მოხმარებისათვის“ შემაფრქვევლით.

იმის გამო, რომ ფენდონა არ შეიცავს ტოქსიკურ გამხსნელებს და დანამატებს, იგი უსაფრთხოა ადამიანებისათვის, სხვა თბილსისხლიანების და მთლიანად გარემოსთვის.

ფენდონას საუკეთესო მახასიათებლების გათვალისწინებით მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება სახლებში, სამზარეულოებში, რესტორნებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, მეფრინველეობა-მეცხოველეობის ფერმებში და იქ სადაც ინახება კვების პროდუქტები.
მოქმედების ეფექტიანობა და დაცვის საიმედოობა

ფენდონამ მომხმარებლებში მაღალი რეპუტაცია დაიმკვიდრა ისეთი მონაცემებით, როგორიცაა დაბალი ტოქსიკურობა, მავნებელი მწერების განადგურების სწრაფი და მაღალი ეფექტიანობა და ხანგრძლივი დაცვითი თვისებით. პრეპარატით დამუშავებიდან რამდენიმე წუთში  მავნებელი მწერები განიცდიან ტოქსიკურ ეფექტს და  24 სთ-ს განმავლობაში იხოცებიან.

ფენდონას კონცენტრატის სპეციალიზებული ფორმულა შესხურებისას უზრუნველყოფს დასამუშავებელი ზედაპირის პრეპარატით თანაბარ დაფარვას, მათ შორის ძნელად დასამუშავებელი ობიექტების (აგური, ცემენტი და სხვა ფორიანი ზედაპირი) შემთხვევაში. უკანასკნელი თვისება განაპირობებს პრეპარატის ხანგრძლივი მოქმედების ეფექტს.

პრეპარატის დოზირება

პრეპარატის დოზები შემუშავებულია მავნე მწერების სახეობებისა და დასამუშავებელი ობიექტის სანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით.

ისეთი მავნე მწერების გასანადგურებლად, როგორიცაა: კოღოები, ჭიანჭველები, ლოგინის ტკიპები – გამოიყენება პრეპარატის 1% -ანი წყალხსნარი (10 მლ/ლიტრ წყალში);

რწყილების და ოთახის ბუზების შემთხვევაში – 2% ანი წყალხსნარი (20 მლ/ლიტრ წყალში);

ხოლო ტარაკანების და ფაროსანას ჯგუფის ტკიპების შემთხვევაში – 4% ანი წყალხსნარი (40 მლ/ლიტრ წყალში);

პრეპარატით ფართის დამუშავება ხდება სპეციალური გამაფრქვეველი აპარატით. ფართი ხსნარით სრულად უნდა დაინამოს.

პრეპარატის მოხმარების წინ გაეცანით ინსტრუქციას.

 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: WWW agrovitafsc.com