მედია

როგორ მოვიქცეთ ძაღლის თავდასხმის შემთხვევაში?

სპეციალისტები, ამ შემთხვევაში სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები  ძაღლების თავდასხმის მოგერიების ეფექტიან მეთოდებს განიხილავენ და სწავლობენ, როგორ დავიცვათ თავი.
 ეს სამუშაო ალგორითმია, რომელიც მოგეხმარებათ თქვენ თავდასხმა აიცილოთ თავიდან ან მინიმალურად დაზიანდეთ.

შეეცადეთ დაიცვათ ტანი, გახადეთ პერანგი, ქურთუკი, ნუ დაგენანებათ ძვირფასი ხელჩანთა, საქაღალდე მნიშვნელოვანი საბუთებით: შეეცადეთ ცხოველს ყურადღების რაიმე საგანზე გადაატანინოთ.

დაიხვიეთ პერანგი ან ქურთუკი მაჯაზე, რადგან ძაღლმა ბასრი კბილებით ვენების თავისუფლად შეიძლება​ დაგიზიანოთ.

შეეცადეთ ხახაში ჩაუყოთ ამობრუნებული ხელი, ისე რომ ძაღლის ეშვეები ვენებს არ შეეხოს.

ცხოველს  ურტყით ცხვირში, ნუ შეეცადოთ ხელის თვალში მოხვედრას, თვალი პატარა სამიზნეა, ამიტომ აცდენის ალბათობაც დიდია, ცხვირში მორტყმა კი უფრო იოლი, ეფექტიანი და საიმედო ხერხია.

შეეცადეთ არ ჩავარდეთ პანიკაში, პირიქით, გაბრაზდით და შეუტიეთ. ბრძოლა უკვე იწყება და ძაღლი კი რესტორნიდან გამოსული მთვრალი ჩხუბისთავი არ არის, რომელსაც ცხვირგატეხილი, წაქცეული მოწინააღმდეგის ცქერა სიამოვნებს, ძაღლი ბოლომდე იბრძოლებს და შეიძლება ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანი მოგაყენოთ.

ცხოველს აჩვენეთ, რომ არ გეშინიათ,  მასზე უფრო ძლიერი ხართ და თავს ესხმით, ამ შემთხვევაში გაცოფებული ძაღლი, დიდი ალბათობით გამოფხიზლდება, უკან დაიხევს და შეეცდება, ბრძოლის ველს გაეცალოს.