მედია

როგორ მოიქცეთ ძაღლის თავდასხმის შემთხვევაში?

სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები გვირჩევენ!

სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები  ყველა შესაძლო საფრთხეებისგან, მათ შორის ადამიანებზე ძაღლების თავდასხმის მოგერიების ეფექტიან მეთოდებს განიხილავენ და სწავლობენ.

მათი რჩევები მარტივია: ეს სამუშაო ალგორითმია, რომელიც მოგეხმარებათ თქვენ თავდასხმისგან მინიმალურად დაზარალებული გამოხვიდეთ.

შეეცადეთ დაიცვათ ტანი, გახადეთ პერანგი, ქურთუკი, ნუ დაგენანებათ ძვირფასი ხელჩანთა, საქაღალდე მნიშვნელოვანი საბუთებით: შეეცადეთ ცხოველს ყურადღების რაიმე საგანზე გადაატანინოთ.

დაიხვიეთ პერანგი ან ქურთუკი მაჯაზე, სადაც გადის არტერიები, რადგან ძაღლმა ბასრი კბილებით ვენების თავისუფლად შეიძლება​ გაგიგლიჯოთ.

ძაღლმა შემოგიტიათ? შეეცადეთ ხახაში ჩაუყოთ, ამობრუნებული ხელი, ისე რომ ძაღლის ეშვეები ვენებს არ შეეხოს.

ურტყით ცხოველს ცხვირში, ნუ შეეცადოთ ხელის თვალში მოხვედრას, თვალი პატარა სამიზნეა, აცდენის ალბათობაც დიდია, ცხვირში მორტყმა კი უფრო იოლი, ეფექტიანი და საიმედო ხერხია.

შეეცადეთ არ ჩავარდეთ პანიკაში, პირიქით, გაბრაზდით და შეუტიეთ. ბრძოლა უკვე იწყება და ძაღლი კი რესტორნიდან გამოსული მთვრალი ჩხუბისთავი არ არის, რომელსაც ცხვირგატეხილი, წაქცეული მოწინააღმდეგის ცქერა სიამოვნებს, ძაღლი ბოლომდე იბრძოლებს და შეიძლება ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანი მოგაყენოთ.

ცხოველს აჩვენეთ, რომ მისი არ გეშინიათ, თქვენ უფრო ძლიერი ხართ და თავს ესხმით, ამ შემთხვევაში გაცოფებული ძაღლი დიდი ალბათობით გამოფხიზლდება, უკან დაიხევს და შეეცდება, ბრძოლის ველს გაეცალოს.