აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

როგორ შევეწინააღმდეგოდ მიწების გაუდაბნოების პროცესს

ამ თემას ბევრჯერ შევხებივართ, რომ იცლება გარემო, იზრდება გაუდაბნოებულია და გამოუყენებელი სასოფლოსამეურნეო მიწების ფართობი, რაც იწვევს სიღარიბის პრობლემის გამწვავებას და ბევრი ქვეყნის დღის წესრიგში განსაკუთრებულ პოზიციას იკავებს.

ცნობილია რომ, საქართველო მისი რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ნიადაგის შეზღუდული რესურსებით ხასიათდება, ამიტომ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწებს მხოლოდ 43,4% უჭირავს, რაშიც შედის საძოვრები და მდელოებიც.

საქართველოს ერთი მხრიდან ესაზღვრება შავი ზღვა, მეორე მხრიდან კავკასიონი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ეკოლოგიურ და კლიმატურ ნაირსახეობას. კლიმატისა და ნიადაგწარმომქმნელი ქანების მრავალფეროვნება განაპირობებს  საქართველოში ნიადაგური ტიპების სხვადასხვაობას, დაწყებული მთა-მდელოდან, დამთავრებული ჭაობიან და ტენიან სუბტროპიკებით. საქართველოს ნიადაგურ მუზეუმსაც უწოდებენ, მაგრამ საქართველოში არსებულ კლიმატურ და ნიადაგურ მრავალფეროვნებას სარგებელთან ერთად ახლავს სირთულეები, რაშიც იგულისხმება ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, აქტიური ეროზიული მოვლენები, უხვი ნალექიანობა, რაც ზოგიერთ რაიონებში განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო წლები. ყოველივე ეს, როგორც ბუნებრივი ისე ანთროპოგენული ზემოქმედება, აძლიერებს ეროზიულ პროცესებს, გაიზარდა დამლაშებული ბიცობები, ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქების გამოყენებით და ქიმიური მელიორაციის შემცირებით გაზრდილია მჟავე ნიადაგები, კოლხეთის ზონაში სარწყავი სისტემის მოუწესრიგებლობამ გამოიწვია მეორადი დაჭაობება, სასუქების არასწორმა და არარაციონალურმა გამოყენებამ, რაც განპირობებულია აგროქიმიური კვლევის უგულებელყოფით, ნიადაგში შეამცირა ჰუმუსის და საკვები ელემენტების შემცველობა.

ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე რესურსული პოტენციალის  რაოდენობრივ და ხარისხობრივ  მაჩვენებლებზეა  დამოკიდებულიაქედან  მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსის მიწის აღრიცხვის და მესაკუთრეობის ფორმის ცოდნარაც მიწის  განკარგვისდაგეგმვისდაცვისა და გაუმჯობესების პროცესს დაეხმარებაეს პროცესი სისტემატურ ხასიათს უნდა ატარებდესასევე მნიშვნელოვანია მიწის სრული კვლევამისი ხარისხიანობის დადგენარომელიც სამწუხაროდ   ჯერჯერობით მოუგვარებელია.

ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლის შესწავლა ხდება მხოლოდ პროექტით  გათვალისწინებულ ნაკვეთებში.

რაც შეეხება საქართველოს, ნიადაგების სრული გამოკვლევის პროცესი ჯერჯერობით  სავალდებულოდ არარის მიჩნეული და იგი 1991 წლის შემდეგ არ განხორციელებულა, რის შედეგადაც სპონტანურად ხდება  კულტურათა განლაგება.

არ არის გათვალისწინებული კულტურათა მოთხოვნილება კლიმატურნიადაგურ პირობებზეც. ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს თხილის კულტურა. როგორც ცნობილია, თხილი  ძირითადად გაშენებულია დასავლეთ  საქართველოში, კერძოდ, აჭარა, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებშიამ რეგიონებში უმეტესი ფართობი უჭირავს წითელმიწა, ყვითელმიწა, წითელმიწა გაეწრებულ და  ეწერი ტიპის  ნიადაგებს, რომლებიც ხასიათდებიან მჟავე რეაქციით.

ამ ტიპის ნიადაგები მისაღებია მხოლოდ ჩაის, ლურჯი მოცვის და ხანჭკოლას კულტურებისთვის.  სწორედ ამის გამო გაშენდა დასავლეთ  საქართველოს ამ რეგიონში ჩაის კულტურა, რომელსაც არ გააჩნიაალტერნატივა.

რაც შეეხება, თხილის კულტურას, იგი თავისი განვითარებისათვის ითხოვს სუსტ მჟავე, ნეიტრალურთან  ახლოს მდგომ ნიადაგებსამიტომ სანამ დასავლეთის ამ რეგიონებში თხილის კულტურას გააშენებდნენსაჭირო იყო ნიადაგების სრული გამოკვლევა.

როგორც ცნობილია, თხილის გაშენება ძირითადად მოხდა ნაჩაიარ ნიადაგებზე. ჯერ კიდევ 2007 წელს ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრ „ანასეულის“ სპეციალისტები ჟურნალ  „აგროინფოს“ მე-7 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მიუთითებდნენ ნაჩაიარ ნიადაგებზე თხილის გაშენების ღონისძიებების გატარების შესახებ. ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო მჟავე ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე და ჩასატარებელ აგრო-ტქნიკურ ღონისძიებებზე, რაც უნდა განეხორციელებინათ ფერმერებს. სინამდვილეში მოხდა საწინააღმდეგო, ფერმერებმა პრივატიზებული ჩაის პლანტაციების სპონტანურად ამოძირკვა დაიწყეს. მექანიზაციის დახმარებით მთლიანად მოხსნეს ჰუმუსოვანი ზედა ფენა, ჩაის ნარგაობასთან ერთად გაიტანეს ნაკვეთებიდან და დაწვეს. შემდეგ ყოველგვარი გამოკვლევებისა და ღონისძიებების გატარების გარეშე დაიწყეს თხილის გაშენება, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში განვითარდა, მაგრამ ფერმერები მალე დადგნენ ფაქტის წინაშე.

ცენტრანასეულის“ საგამოცდო ლაბორატორია 2014 წლიდან, 5 წლის ვადით,   გამარჯვებული იყო თხილის ასოციაციის  მიერ  გამოცხადებულ ტენდერში  და  აწარმოებდა თხილის ასოციაციაში გაერთიანებული ფერმერების თხილის  ნაკვეთების გამოკვლევას

ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლამ გვიჩვენარომ გამოკვლეული ნაკვეთების 80% მჟავიანობის და ნიადაგის ნაყოფიერების    მიხედვით  არ აკმაყოფილებდა  თხილის კულტურის მოთხოვნას ნიადაგურ პირობებზე.

შედეგმაც არ დააყოვნათხილის კულტურა ვერ შეხვდა მომზადებული დაავადებებსა და მავნებლებსამას თან დაერთო კლიმატური პირობების ძლიერი ცვალებადობარამაც გამოიწვია თხილის ფართობების მასიური განადგურებაახლა პირიქით მოხდა ფერმერებმა დაიწყეს თხილის კულტურის ამოძირკვა და მოცვის კულტურის გაშენებანაცვლად იმისა რომ განეხორციელებინათ ის ღონისძიებებირაც გააუმჯობესებდა ნიადაგურ პირობებსეს ღონისძიებები კი ითვალისწინებდა იმ ბუნებრივ რესურსების გამოყენებასრომელიც მოიპოვება დასავლეთ საქართველოსკერძოდ სამეგრელოს ზონაშიეს არის მელიორანტები და ორგანული სასუქები.

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ჩაის კულტურას. ჩაის კულტურის გასაშენებლად ხელსაყრელად ითვლება ნაყოფიერი, კარგი სტრუქტურის მქონე მჟავე ნიადაგები. ასეთ ნიადაგებს მიეკუთვნება ტენიანი სუბტროპიკების ნიადაგთა ძირითადი ტიპები, ასევე ჩაის კულტურისათვის მისაღებია ტენიანი სუბტროპიკების კლიმატური პირობები: ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა, ნალექების რაოდენობა და ტემპერატურა. სწორედ ზემოთხსენებულმა პირობებმა განაპირობა ჩაის კულტურის გაშენება საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში, სადაც მას 1990 წლამდე 60 ათას ჰა-ზე მეტი ეჭირა. ქვეყანა ეკონომიურად და სოციალურად, განსაკუთრებით სუბტროპიკული ზონაში, წელში გაიმართა.

1990 წლიდან ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, მეჩაიეობის დარგმა დაკარგა პროდუქციის გასაღების სტაბილური ბაზარი. რის შედეგად ფერმერებმა იწყეს პრივატიზებული ჩაის პლანტაციების ამოძირკვა. პლანტაციათა უმრავლესობა დაფარა სარეველებმა. 2018 წლისთვის ჩაის პლანტაციების რაოდენობა 3 ათას ჰამდე შემცირდა.

სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ასე მკვეთრად შეამცირა ჩაის პლანტაციის ფართობები. ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა. ახლა ალბათ ყველა დარწმუნებულია, რომ დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში მჟავე წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერ ნიადაგებზე ჩაის კულტურის შემცვლელი კულტურა არ არსებობს.

2016 წლიდან დაიწყო ჩაის რეაბილიტაციის პროგრამარეაბილიტაციასთან ერთად დღის  წესრიგში უნდა დადგეს სანერგე მეურნეობის  მოწყობა  და ჩაის  ახალი პლანტაციების გაშენებაძველი ამორტიზებულისარეველებით დაფარული პლანტაციების ამოძირკვის ხარჯზეამასთანავეპროექტდანერგე მომავლის  ჩამონათვალში უნდა შევიდეს ჩაის კულტურა 100%-იანი  დაფინანსებით.

მეჩაიეობის  აღდგენა სუბტროპიკულ ზონაში გამოიწვევს ეკონომიკის საბაზისო დარგის განვითარებას, რასაც მოჰყვება მოსახლეობის მიგრაციი სშემცირება, ქართული სოფლების და გაუდაბნოებული მიწების აღდგენა.

საქართველოს ძირითადი ტერიტორია უსწორმასწორო რელიეფზეა განაწილებული,  შესაბამისად მაღალია ეროზიის რისკი, ასევე რისკებს  ზრდის უხვი ნალექები, ქარი, ანთრპოგენული ფაქტორები, არასწორი სასოფლო სამეურნეო საქმიანობა.

ეროზისგან  ნიადაგის  დაცვისთვის  საჭიროა  აღდგეს განადგურებული  ქარსაფარი ზოლები და  დაიგეგმოს ახალი  ქარსაფარი ზოლების  გაშენებაუნდა შემცირდეს  ტყის  უნებართვოდ  გაჩეხვაგანადგურებამოწესრიგდეს სარწყავი სისტემები ფერდობებზე  კულტურათა   გაშენების დროს უნდა მოეწყოს ტერასები და ბუფერული  კვლებიშემუშავდეს  ეროზირებული ფართობების სწორი   განოყიერების სისტემა სრული  გამოკვლევების საფუძველზე.

♦ ნიადაგის თვისობრივი ხარისხის შეუსწავლელობა;

♦ ნიადაგის დეგრადაცია, რესურსების ეფექტური მართვის არქონა;

♦ ახალი ტექნოლოგიების შეზღუდული  ხელმისაწვდომობა;

♦ ნიადაგის  გაუდაბნოების ძირითადი  მიზეზია.

რუსუდან  ტაკიძე,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი