აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

როგორ ვებრძოლოთ ნამდვილ მავთულა და ცრუმავთულა ჭიებს?

 ნამდვილი მავთულა ჭიები ტკაცუნების ოჯახის წარმომადგენელია. მათ სახელწოდება მავთულთან სხეულის მსგავსების გამო მიიღეს. საქართველოში ნამვილი მავთულა ჭიების მრავალი სახეობაა გავრცელებული, მაგრამ ძირითადი ზიანის მომტანი ოთხია: ქართული ტკაცუნა, ნათესის ტკაცუნა, ზოლიანი ტკაცუნა და შავი ტკაცუნა.

ცრუმავთულა ჭიები შატვანიანების წარმომადგენელია, მათგან საქართველოში ძირითადად 3 სახეობაა გავრცელებული: სიმინდის ზოზინა, ველის ზოზინა და ქვიშრობის ზოზინა.

ამ ჯგუფის მწერების მიერ გამოწვეული ზიანი ძალიან დიდია. მცენარეებს აზიანებენ მატლები, ხოჭოების მიერ მიყენებული ზიანი კი უმნიშვნელოა (ქვიშრობის ზოზინას გარდა).

მატლი იკვებება ჯერ თესლით, შემდეგ კი ამოსული მცენარის (მარცვლოვანი კულტურები, თამბაქო, მზესუმზირა, ვაზი, ხეხილის ნერგები, კარტოფილი და სხვა) ფესვებით. დაზიანებული მცენარე იღუპება.

არბობს ნამდვილი მავთულა ჭიები, აღმოსავლეთში კი – ცრუმავთულა ჭიები.

გვალვიან პირობებში ნამდვილი მავთულა ჭიების დაზიანება კლებულობს, მაღალი ტენის პირობებში კი – იზრდება. ცრუმავთულა ჭიების მიერ გამოწვეული ზიანი მეტია გვავლიან წლებში.

ნამდვილი მავთულა ჭიები, ტკაცუენები – წელიწადში მათ 3-5 წლიანი გენერაცია ახასიათებთ, იზამთრებენ მატლის სახით ნიადაგში (ქართული და შავი ტკაცუნა), ზოგიერთი სახეობა კი მატლისა და ახალგაზრდა ხოჭოს ფაზაში (ნათესის ტკაცუნა და ზოლიანი ტკაცუნა). მატლები ნიადაგში 50-60 სმ სიღრმეზე ჩადიან. მათი ასეთი მიგრაცია დამოკიდებულია ნიადაგის ტენზე, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ისინი ძირითადად ნიადაგის ზედა ფენაში 5 სმ სიღრეზე გროვდებიან, ზაფხულში კი 20-30 სმ სიღრმეზე ჩადიან. ნიადაგის დაბალი ტენი (25%) მათთვის დამღუპველია, ხოჭოები 1-2 თვე ცოცხლობენ, მზით განათებულ ადგილებს ეტანებიან (ქართული ტკაცუნა), დანარჩენი სახეობის ხოჭოები კი იმალებიან მცენარეების ნარჩენებში და სხვაგან.

პოპულაცია აპრილ-მაისში მიმდინარეობს, მდედრი 100-ზე მეტ კვერცხს დებს (ქართული ტკაცუნა 200-400 კვერცხს). მატლები 12-18 დღეში იჩეკებიან. პირველ წელს მათ მიერ გამოწვეული ზიანი მცირეა, რადგან ისინი ძირითადად სარეველა ბალახების ფესვებით და დამპალი ნაწილებით იკვებებიან. კულტურულ მცენარეებს ისინი მეორე წლიდან აზიანებენ. მატლების განვითარება 3-4 წელს გრძელდება, ჭუპრებიდან, ივნის-აგვისტოში მიწისგან გაკეთებულ სპეციალურ აკვნებში, 8-15 სმ სიღრმეზე, 2-3 კვირის შემდეგ გამოდიან ხოჭოები, რომლებიც იქვე რჩებიან და იზამთრებენ (ქართული და შავი ტკაცუნების გარდა).

ცრუმავთულა ჭიები (შავტანიანები) – მათი განვითარების ციკლი 1-2 წელიწადს აღწევს. ძირითადად იზამთრებენ ხოჭოები, თუმცა შემჩნეულია მატლებიც (სიმინდის და ველის ზოზინა). განაყოფიერებული მდედრი კვერცხებს დებს ნიადაგში 16 სმ სიღრმეზე, მატლები იჩეკებიან 9-15 დღეში. მათაც პირველ ხანში, მცირე ზიანი მოაქვთ. მატლის ფაზა რამდენიმე თვე გრძელდება. მატლი ნიადაგში გაკეთებულ სპეციალურ აკვანში ჭუპრდება. ხოჭო გამოდის მეორე წლის გაზაფხულზე და ერთ წელზე მეტს ცოცხლობს.

ბრძოლის ღონისძიებები – ნიადაგის ხშირი დამუშავება, განსაკუთრებით მზრალად ხვნა. კარგია მატლების ხელით შედგროვება და განადგურება, პესტიციდებიდან კი გრანულირებული ინსექტიციდების ან პრეპარატის „მარშალი“ გამოყენება.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი