აგროსიახლეები

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 2024 წლის 27 იანვრამდე გრძელდება

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 12 დეკემბერს დაიწყო და 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  მეათე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები შეირჩა და გამოქვეყნდა:

სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 171 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 12 827 ჰა. მათ შორის, ასპინძა – 3, ახალციხე – 1, ნინოწმინდა – 25, ბორჯომი – 11, დმანისი – 29, წალკა – 2, მარნეული – 5, დედოფლისწყარო – 21, საგარეჯო – 3, თელავი – 3, სიღნაღი – 6, ყვარელი – 5, ახმეტა – 4, გურჯაანი – 3, ლაგოდეხი – 5, მცხეთა – 1, ყაზბეგი – 2, დუშეთი – 1, თიანეთი – 1, გორი – 4, კასპი – 1, ქარელი – 2, წყალტუბო – 13, ბაღდათი – 1, ვანი – 6, ზესტაფონი –1, ჭიათურა – 2, სენაკი –2, წალენჯიხა –1, ხობი – 2, ონი – 2, ლანჩხუთი – 3.

პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 9 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 44 040 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ამ პერიოდში იჯარით გაიცა 14 225 ჰექტარი საძოვარი.

საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge).

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ.

პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

საძოვრების შესახებ მონაცემები იხილეთ: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013