აგროსიახლეებიმედიარეგიონებიფერმერი ფერმერს

საერთაშორისო კულტურის სივრცე _ მალე საქართველოში

მსოფლიოს მაშტაბურ პროექტებს პატარა ქვეყნებიც ავითარებენ. ასეთი ქვეყნები კარგი მაგალითია ისრაელი, ნორვეგია, შვეიცარია, ნორვეგია, შვეიცარია, სინგაპური და კიდევ მრავალი სხვა.

სრულიად რეალურია რომ ამ ქვეყნების გვერდით საქართველოც დადგეს და თავის ინდივიდუალური, განსაკუთრებული კულტურით დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოში.   

 ქართველ შემოქმედ ადამიანთა ჯგუფმა ინოვაციური პროექტი შეიმუშავა, რომელსაც „საერთაშორისო კულტურის სივრცე დაერქვა“.

ამ სივრცეში თავს მოიყრის მსოფლიოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა და წარმოადგენს თავის კულტურას და ტრადიციებს.

სივრცე გარშემორტყმულია საქართველოს 12 კუთხით, თავისი სახასიათო არქიტექტურით, სამოსით, კულინარიით.

ამ პროექტის მიხედვით საქართველოს 12 კუთხე გულში იხუტებს მსოფლიოს 196 ქვეყანას.

მსოფლიოს ის ქვეყნები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან პროექტში, ფაქტობრივად გახდებიან მასპინძლები, სადაც საშუალება ექნებათ, მიიღონ ტურისტები და გააცნონ თავისი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები და კულტურა.

ყოველი ქვეყანა თავის ქვეყანას ჩვენ ქვეყანაზე მოუყვება ამბავს.

პროექტის მიზანია მსოფლიოს ყველა ქვეყანას მიეცეს საშუალება, ერთ სივრცეში წარმოადგინო თავისი ქვეყნის კულტურა და ისტორია.

უფრო ვრცლად ამ მასშტაბური პროექტის შესახებ იხილეთ თანდართულ ვიდეოფილმში, ვფიქრობთ დაგაინტერესებთ, ჩვენ კი შევეცდებით ეტაპობრივად გაგაცნოთ პროექტის მიმდინარეობის შესახებ, სადაც ჩვენს რეგიონებს, სოფლის მეურნეობას, ფერმერებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ არა მარტო ცნობიერების გაზრდის მხრივ, არამედ საინტერესო ახალი ბიზნესების და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც.  

https://www.youtube.com/watch?v=NVBDfA2UGxk&feature=share