აგროსიახლეები

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში 3 ახალი კვლევა დაინერგა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში აგვისტოში სამი ახალი კვლევის მეთოდი დაინერგა, რაც მცენარეთა მავნე ორგანიზმებისა და სარეველა მცენარეების უფრო სწრაფი და ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას ზრდის.

ახალი კვლევები მოიცავს:

🔹 ვაშლის ნაყოფჭამიას (Cydia pomonella) — მავნებლის მორფოლოგიურ იდენტიფიკაციას;

🔹 Heterodera humuli-ს — მორფოლოგიურ-მორფომეტრიულ დახასიათებასა და იდენტიფიკაციას;

🔹 შვრიუკას (Avena fatua L.) — მორფოლოგიურ კვლევას.

ახალი მეთოდების დანერგვა ლაბორატორიის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აძლიერებს. მავნე ორგანიზმების დროული და ზუსტი იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია მცენარეთა ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამისი საკარანტინო და დაცვის ღონისძიებების სწორად დაგეგმვისა და სოფლის მეურნეობის სექტორში შესაძლო დანაკარგების შემცირებისთვის.

თანამედროვე დიაგნოსტიკური შესაძლებლობების განვითარება მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია და პირდაპირ ემსახურება ჯანსაღი და პროდუქტიული აგროსექტორის განვითარებას.