მედიასტატიები

საოცარი ფაქტები დელფინების შესახებ და მათი წარმოუდგენელი შესაძლებლობები

 დელფინები იმდენად მრავალფეროვანი არსებები არიან, რომ შესაძლოა, მათ შესახებ გაგონილი სიმართლე წარმოუდგენელი გეგონოთ. მსოფლიოში 40 სახეობის დელფინია.

ახლა კი მოემზადეთ, რადგან ყველაზე უცნაურ ინფორმაციას შეიტყობთ მათ შესახებ.

გამოიცანით, ვინ არის დელფინის ყველაზე ახლო ნათესავი?

ეს ბეჰემოთია… ნამდვილად, ეს ხუმრობა არ არის. დელფინები და ბეჰემოთები თითქმის 40 მილიონი წლის წინ დაიყვნენ. მეტიც, ცალნამგალა ვეშაპიც სინამდვილეში ბეჰემოთების მონათესავე ზღვის ცხოველია და არა ვეშაპისებრი ძუძუმწოვრებისა.

დელფინებს გააჩნიათ ადამიანის მსგავსი კოგნიტური უნარები და ქცევები. ზოგიერთმა მკვლევარმა გამოთქვა აზრი, რომ იგი ცალკე კლასიფიკაციად დაიყოს.

როდესაც საქმე ინტელექტს ეხება, მსოფლიოში გამოყოფენ მხოლოდ რამდენიმე ჭკვიან ცხოველს, რომელთა ტვინიც დელფინის განვითარებულ ტვინს არც კი შეედრება. ნებისმიერი ჯიშის ძაღლიც კი ვერ შეედრება დელფინის ინტელექტს.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი დელფინის შესახებ:

ისევე როგორც სხვა ძუძუმწოვარ ცხოველებს, თმა დელფინსაც აქვს – ყოველი შემთხვევისთვის, ჯერ კიდევ ახალშობილს ნისკარტის მიდამოებში შეუმჩნევლად გასდევს ბალანი.

დელფინი ნებისმიერ საკვებს ეტანება. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია ყველანაირი საკვების მიღება-გადამუშავება.

მდედრი ცალნამგალა ვეშაპი არის ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელიც განიცდის მენოპაუზას ისევე, როგორც ადამიანი და მას შემდეგ ცოცხლობს მრავალი წელი, თუმცა, გამრავლების უნარი არ აქვს.

2005 წლის დასაწყისიდან დღემდე დაიკარგა 36 შეიარაღებული “მკვლელი-დელფინი”, რომლებმაც აშშ-ში სპეციალური წვრთნები გაიარეს.

მკვლევარების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება დელფინების უფლებები ისევე იყოს დაცული, როგორც ადამიანის.

2008 წელს დელფინი მოკო, მწვრთნელების მითითებებით, ორ ვეშაპს დაეხმარა ვიწრო არხის გზით დიდ ზღვაში გასულიყვნენ. ეს უზარმაზარი ცხოველები მრავალგზის ეცადნენ დამოუკიდებლად გასვლას, მაგრამ ამაოდ.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველ დელფინს ისევე აქვს სკუთარი სახელი ისევე, როგორც ადამიანებს. ისინი სტვენითი ბგერებით ეძახიან ერთმანეთს.

დელფინი, სახელად მაუ, ყველაზე იშვიათი სახეობაა. ადამიანისთვის ცნობილია ამ ჯიშის მხოლოდ 55 ინდივიდი.

ყოფილ საბჭოთა კავშირში დელფინებს ასწავლიდნენ გემის ქვეშ მაგნიტური ნაღმების მიმაგრებას. ზოგჯერ მათ პარაშუტით უშვებდნენ საჭირო ტერიტორიაზე.
1964 წელს დელფინმა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ტელე-სერიალში, თვითმკვლელობით დაასრულა სისოცხლე – მან შეწყვიტა სუნთქვა.
2013 წელს მკვლევარებმა აღმოაჩინეს დელფინი, რომელიც ვეშაპისებრთა ოჯახს ჰყავდა ნაშვილები.
 დელფინსაც აქვს ფილტვები. ის სუნთქავს, როგორც ადამიანი. გაგიკვირდებათ და დელფინიც შეიძლება დაიხრჩოს წყალში ადამიანივით.
სექსუალურად დაუკმაყოფილებელი დელფინი შესაძლოა მკვლელი გახდეს.
მსოფლიოში არსებობს ორგანიზაცია “ანტი-დელფინი” (Anti Dolphin), რომლებიც თვლიან, რომ დელფინი კაცობრიობისთვის საშიშია და ის უნდა განადგურდეს.
ცნობილია, რომ დელფინებმა გადაარჩინეს ადამიანები, რომლებიც გემის ჩაძირვის შედეგად ოკეანის სიღრმიდან ვერ გამოდიოდნენ, მეტიც ზღვის ცხოველები მათ ზვიგენებისგანაც იცავდნენ.
დელფინს საკმაოდ სწრაფად უხორცდება ჭრილობა, ისეთიც კი, რომელიც ზვიგენის ბასრი კბილისგან აქვს მიყენებული.
წყარო: www.zooclub.ge