საოცარი სელის თესლი -ეს ყველამ უნდა იცოდეს
სელი, რომლის ლათინური სახელწოდება ჟღერს, როგორც „მეტად სასარგებლო”, უძველესი დროიდან ფასდებოდა, როგორც სამკურნალო თვისებების მქონე მცენარე.
სელის თესლი – ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის შეუცვლელ ომეგა-3-ს შეიცავს. 100 გ სელის თესლი შეიცავს 22 გ ომეგა-3-ს.
სელის თესლი მდიდარია მარგანეცით, მაგნიუმით, უხეში საკვები ბოჭკოებით, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ეს პროდუქტი წარმოადგენს რაციონის შესანიშნავ დანამატს ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ.
სელის თესლის თვისებები
სელის თესლი წარმოადგენს სორბენტს და ასუფთავებს ჩვენს ნაწლავებს შლაკებისა და ტოქსინებისგან აქტივირებულ ნახშირზე არანაკლებ.
ამცირებს კიბოს ზოგიერთი ფორმის წარმოშობის რისკს. კერძოდ, სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს.
არეგულირებს წნევას.
აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას.
სარგებელი ქალის ჯანმრთელობისთვის
სელის თესლი განსაკუთრებით სასარგებლოა 35 წელს გადაცილებული ქალებისთვის. ის ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს და არბილებს კლიმაქსის უსიამოვნო სიმპტომებს. სელის თესლი შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ეხმარება ქალის ჰორმონალური ფონის დარეგულირებაში და წარმოადგენს ქალის სასქესო ჰორმონის (ესტროგენის) შემცვლელს.
პროდუქტის ხშირი მიღება არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და ამსუბუქებს მენოპაუზის პერიოდის მდგომარეობას. სელის თესლის მიღება რეკომენდებულია ორსულობისას. პროდუქტი შეიცავს დიდი ოდენობით მიკროელემენტებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, რაც აუცილებელია ნაყოფის განვითარებისთვის.
სელის თესლის მიღება
აიღეთ 2/3 ს.კ. სელის თესლი. საღამოს დაასხით ოთახის ტემპერატურის მდუღარე წყალი, ისე, რომ სითხემ სრულად დაფაროს თესლი. დილით, უზმოზე დალიეთ ლორწოვანი ნაყენი და დააყოლეთ თესლი. ამგვარად, საუკეთესოდ შენარჩუნდება ომეგა-3-ის თვისებები.
10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ ჭიქა წყალი. თუ გსურთ მეტაბოლიზმის სტიმულირება, წყლის დალევის შემდეგ მიირთვით 1 მწვანე ვაშლი, კიდევ 10 წუთის შემდეგ ისაუზმეთ სრულფასოვნად.
დალიეთ სელის თესლის ნაყენი ყოველ დილით და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ:
მოწესრიგდება საჭმლის მონელების პროცესი, დაიწყება ზედმეტი კილოგრამები წავა, გაიწმინდება კანი.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ იდელური შედეგის მისაღებად დღეში 2 ლიტრი წყალი მაინც უნდა დალიოთ.