დარგებიმეფრინველეობა

საფრინველის ბიოუსაფრთხოება

 ფერმის ტერიტორია აუცილებლად უნდა იყოს დაშორებული დასახლებული პუნქტიდან მინიმუმ 3 კილომეტრით. ცენტრალური გზიდან დაშორება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 300 მეტრს. ფერმის სრულ ტერიტორიას გარს უნდა ქონდეს შემორტყმული მყარი გალავანი, რათა თავიდან იქნას ცილებული ტერიოტრიაზე გარეული ცხოველების და უცხო პირების შემოსვლა.

ფერმების განთავსება აკრძალულია ტბებთან, მდინარეეებთან და წყალსატევებთან ახლოს, სადაც ხშირია გადამფრენი ფრინველების გუნდის გაჩერება, რომელიც შეიძლება იყოს ფრინველის გრიპის მტარებელი.

დეზობარიერები

ყველა შესასვლელში უნდა დამონტაჟდეს დეზობარიერები, როგორც პერსონალისთვის ასევე სპეც.ტრანსპორტისთვის, რომელსაც უწევს ფერმის ტერიტორიაზე შესვა-გასვლა. ყველა სახის დეზობარიერი უნდა გადაიხუროს, რათა დაცული იყო წვიმისგან და პირდაპირი მზის სხივებისგან.

დეზობარიერები უნდა დამუშავდეს უნივერსალური სადეზინფექციო საშუალებებით, რომელიც მოქმედებს ვირუსებზე, ბაქტერიებსა და სოკოებზე.

ფერმის ტერიტორიაზე სასტიკად იკრძალება უცხო, არააკრედიტირებული პირების შესვლა.

დეზინფექცია

ფერმებში და გარე ტერიტორიაზე სისტემატიურად უნდა ხდებოდეს დეზინფექციების ჩატარება უნივერსალური სადეზინფექციო საშუალებებით, ასევე ტექნიკის,დანადგარების და ა.შ ყველაფრის რასაც შეიძლება კავშირი ქონდეს ფრინველთან. ასევე საჭიროა ფერმაში მოხდეს ხოლმე ჰაერის დეზინფექცია ფუმიგანტის საშუალებით (იგივე ფერმის დაბოლება). საჭიროა ფერმის ტერიტორიაზე მოხდეს წყლის სინჯის აღება და ლაბორატორიული შემოწმება, რამდენად მისაღებია სასმელი წყალი დასალევად, რაიმე ბაქტერიული დაბინძურება ხომ არ მოჰყვება (წელიწადში 2 ჯერ). საჭირო გახდება წყლის ფილტრის დაყენება, ან წყლის მუდმივი დეზინფექციის ჩატარება.

დეზინსექია და დერატიზაცია

ასევე სისტემატირური სახე უნდა ქონდეს მიცემული ფერმის ტერიტორიაზე დეზინსექციას და დერატიზაციას, ანუ  ბრძოლას მწერების და მღრღნელების წინააღმდეგ, რომელებიც ხშირად სხვადასხვა დაავადებების მტარებლებად და გადამტანებად გვევლინებიან.

სხვა ცხოველი/ფრინველი

ფერმის ტერიტორიაზე სასტიკად იკრძალება კონკრეტული კომერციული ფრინველის გარდა, სხვა რაიმე ჯიშის ფრინველის ან ცხოველის ყოლა (ძაღლი,კატა და ა.შ), რომელიც შეიძლება გახდეს მიზეზი რაიმე დაავადების გაჩენისა ფერმაში.

მომსახურე პერსონალი

მომსახურე პერსონალი არ უნდა მუშაობდეს სხვა ფერმებში პარალელურად, ასევე სახლის პირობებში არ უნდა ჰყავდეს რაიმე სახის ფრინველი.

მომსახურე პერსონალი როდესაც იწყებს სამსახურს, ვალდებულია, სპეციალურ გამოსაცვლელ კუთახში გამოიცვალოს ტანსაცმელი, მიიღოს შხაპი და შემდგომ მთლიანად ჩაიცვას სპეც ტანსაცმელი, რომელიც იქნება სუფთა და გარეცხილი (სპეც-ტანსაცმელი: ხალათი, კომბინიზონი, ბახილი,   პირპადე, თავსაბურავი, ხელთათმანები, სპეც ფეხსაცმელი).

მომსახურე პერსონალი კონკრეტულად უნდა კურირებდეს ერთ საფრინველეს და არ უნდა ჰქონდეს კავშირი სხვა საფრინველესთან.

საჭირო სივრცეები

საფრინველეებს შორის დაცილება მინიმუმ 30 მეტრი უნდა იყოს, ფერმის ტერიტორიაზე ასევე უნდა იყოს განთავსებული ცალკე, საწყობი სპეც მოწყობილობებისთვის, მომსახურე პერსონალისთვის, დაცვის სამსახურისთვის და ვეტერინარული ოთახი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება ასევე ფრინველის გაკვეთა (დაუშვებელია ფრინველის გაკვეთა გარეთ ან საფრინველეში), ასევე ოთახი პრეპარატებისთვის და მაცივარი ვაქცინებისთვის.

მოცდის პერიოდი

აუცილებელია მოხდეს  ფერმებში მოცდის პერიოდის დაცვა, ანუ საფრინველეში ბოლო ფრინველის დაკვლიდან დაწყებული, გარეცხვა, დეზინფექცია და ბოლოს ახალი ფრინველის დასმას შორის შუალედი მინიმუმ 3 კვირიანი ინტერვალი უნდა იყოს.

წყარო: ფერმერთა საზოგადოება