საფუტკრეში რა სამუშაოა ჩასატარებელი ივლისში?

ივლისი ბარში კოლხეთის დაბლობზე ყვავილობას იწყებს ძიძო და სხვა მინდვრის ყვავილები, მთაში კი წაბლის შემდეგ ცაცხვი და ალპური ყვავილები. უკვე თაკარა სიცხეებიც აჭერს, ფუტკარს +33ºC ზევით ნექტარზე მუშაობა უჭირს.
ივლისის თვეში ჩასატარებელი ღონისძიებები:

_ მთაში ყურადღებას ვაქცევთ ფუტკრის მუშაობას ღალაზე, საკონტროლო სკის მეშვეობით;

_ ვემზადებით დაწურვისათვის;

_ ვაკვირდებით ოჯახებს სხვადასხვა დაავადებებზე (ამერიკული და ევროპული სიდამპლე) და საჭიროების შემთხვევაში ვმკურნალობთ;

_ ვემზადებით დაწურვის შემდგომ ფუტკრის ოჯახების ბარში ტრანსპორტირებისათვის;

_ ფიჭებს ვასუფთავებინებთ (ვამშრალებინებთ) ფუტკარს;

_ ვამცირებთ ბუდეს.