საქართველოდან 13 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ატამი, ვაშლატამა და 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მოცვია ექსპორტირებული
წლევანდელი პირველი მაისიდან 19 ივლისამდე საქართველოდან ექსპორტზე 916 ტონა მოცვი გავიდა, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1 მილიონ 685 ათასი აშშ დოლარით არის (45%) გაზრდილი.
ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (841.9 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (26.4 ტონა), უკრაინაში (21.1 ტონა), გერმანიაში (10.9 ტონა), ბულგარეთში (4.6 ტონა), სომხეთში (4.0 ტონა), ყატარში (2.9 ტონა), მალაიზიაში (1.1 ტონა), მოლდოვაში (0.9 ტონა), სიანგანში (0.8 ტონა), ბაჰრეინში (0.8 ტონა) და ლიბანში (0.3 ტონა).
ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი. წლევანდელი პირველი მაისიდან 19 ივლისამდე ექსპორტზე 15,069 ტონა ატამი და ვაშლატამაა გატანილი, რომლის საერთო ღირებულება 13 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
როგორც მოცვის შემთხვევაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 6 034 ტონით
(67%) არის გაზრდილი, რაც შესაბამისად აისახება შემოსავლებში, ექსპორტის მოცულობა 5 მილიონ 229 ათას აშშ დოლარით (65%) არის გაზრდილი.
აქაც ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია (9,378ტ.), შემდეგ მოდის სომხეთი (4,757 ტ.), აზერბაიჯანი (269 ტ.), უკრაინა (337ტ.), მოლდოვა (116ტ.), ბელარუსი (99 ტ.), ყაზახეთი (95 ტ.) და სლოვენია (18 ტონა).