საქართველოს ეკონომიკური კლიმატი, IV კვარტალი 2023 წელი
საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია. ქვემოთმოცემულ ბიულეტენში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით.* აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა 2023 წლის ნოემბერში ჩატარდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში ჩატარებული ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის მთავარი მიგნებებია:
ქართველი ეკონომისტები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას.
მათი მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ასევე პოზიტიურია.
2023 წლის რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი საშუალოდ 6.2%-ს შეადგენს.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება. 2023 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.9%-ია.
გამოკითხულ ეკონომისტთა 64%-მა საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ სამუშაო ძალის დეფიციტი დაასახელა.
რესპონდენტთა უმეტესობის (53%) აზრით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის გაუმჯობესებამ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა IMF-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდაში.
უნარების შეუსაბამობა საქართველოში სიღარიბის დონის შემცირებისათვის ყველაზე დიდ დაბრკოლებად გამოკითხულთა 70%-მა დაასახელა.
ბიულეტენი ვრცლად იხილეთ აქ: https://pmcresearch.org/publications_file/332d65780fce577e6.pdf