საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოება 2025 წლის პირველ კვარტალში
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში გარკვეული პროგრესი აღინიშნებოდა.
მართალია ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ არსებული ინფორმაციები წინასწარი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა
საქართველოს მთავრობამ 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის სამ მილიარდ ლარამდე გამოყოფა დააანონსა.
აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების საშუალო წლიური ზრდა, დაახლოებით, 10%-ი იქნება, რაც 2027 წლისთვის სულ მცირე 24 მილიარდ ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს სოფლის მეურნეობის წარმოების სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით ხელშეწყობას.
2025-2028 წლებში სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულია დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფა, რამაც მთავრობის გეგმით ხელი უნდა შეუწყო ხარისხიანი სამამულო პროდუქციის წარმოების ზრდას .
მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. მეტიც, საქართველოს მთავრობა, სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების გააქტიურებით, 2028 წლისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის 2.3 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს.
ყოველივე კი 2025 წლის პირველ კვარტალში სექტორში განვითარებულ დადებით ტენდენციებზე მიუთითებს.
ინფორმაცია მომზადდა: Primetime/ AgroNews.ge/ mepa.gov.ge/ kvira.ge/ imedinews.ge / Newshub მასალებზე დაყრდნობით