ბოსტნეული კულტურების პროდუქციის უვნებლობა საქართველოში _ პესტიციდების გამოყენების წესის დარღვევა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეა
საქართველოში ბოსტნეული კულტურების პროდუქციის წარმოების პროცესში გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც დარღვეულია ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების გამოყენების რეგლამენტი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფერმერის მიერ არაპროფესიონალებისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინება ან უშუალოდ ფერმერის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით პესტიციდების გამოყენების წესების დარღვევა. არის შემთხვევებიც როდესაც თვითონ სოფლის მეურეობის სპეციალისტებიც არღვევენ პესტიციდების გამოყენების წესს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
პირველ რიგში უნდა გამოვკვეთოთ პესტიციდების გამოყენების ისეთი დარღვევა, როდესაც რომელიმე კონკრეტული მცენარეულ კულტურაზე მისი მოხმარება საერთოდ დაუშვებელია და მეორე პრობლემა, როდესაც პესტიციდების შეტანის შემდომი ლოდინის პერიოდი არ არის დაცული და პროდუქცია გატანილია სავაჭრო ქსელში.
ზემოთ ნახსენები პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდა- ცია ითვალისწინებს შემდეგ საკითხს.
_აუცილებელია დაინერგოს სარეალიზაციო ბოსტნეული კულტურების პროდუქციაზე სწრაფ ტესტ ანალიზების ლაბორატორიული კონტროლის სისტემა, სადაც შესაძლებელი იქნება უმოკლეს ვადაში დადგინდეს მცენარეულ პროდუქტში პესტიციდების და სხვა აგროქიმიკატების ნაშთი;
_გამოყენების წესების დარღვევების შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აამოქმედოს სერიოზული სანქციები იმ ფერმერების და დისტრიბუტორების მიმართ, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო პროდუქციას შეიტანენ სავაჭრო ქსელში;
_ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის მცენარეული კულტურები რომელთა პროდუქტები სავაჭრო ქსელში შესაძლებელია პესტიციდებით იყოს დაბინძურებული ესენია: კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, საადრეო კარტოფილი, ყაბაყი, სალათა, ოხრახუში, ქინძი ცერეცო, ისპანახი, ბოლოკი, წიწმატი;
_ ფერმერული მეურნეობებისათვის დაწესებული უნდა გახდეს დამატებითი მოთხონები პესტიციდების გამოყენების უფლება და ვალდებულებების საკითხში ,რომლებიც საკანონმდებლო და სამთავრობო დადგენილებებით უნდა იყოს განსაზღვრული;
_ბოსტნეული კულტურების მწარმოებელი ფერმერებისთვის უნდა იყოს ვალდებულება, რომ პესტიციდები და სხვადასხვა აგროქიმიკატები გამოიყენონ მხოლოდ სერთიფიციფიცირებული სპეციალისტების მიერ გაცემული დოკუმენტური რეკომენდაციის საფუძველზე.
გიორგი ბადრიშვილი,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი,
ფრიდონ სანაია,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი