აგროსიახლეები

საქართველოში მეცნიერულ კვლევების ჯამურმა მოცულობამ 171 მილიონი ლარი შეადგინა – „საქსტატი“

მათივე ცნობით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 7.5 პროცენტით გაიზარდა და 15 099 შეადგინა, რომელთაგან 12 991 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები. მკვლევარების 53.9 პროცენტი ქალია, ხოლო 46.1 პროცენტი – კაცი.

„მკვლევართა 68.6 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.6 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.8 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.

რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.0 %), ხოლო მამაკაცების შემთხვევაში – 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (26.4 %).

მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 167 კაცს შეადგენს (24.4 %). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 472 პირია დასაქმებული (3.6%),“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

წყარო: https://www.bpn.ge