საქსტატის მონაცემბით სურსათზე ფასები შემცირდა
საქსტატის მონაცემებით საქართველოში 2024 წლის იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათის ფასები 2.4%-ით არის შემცირებული.
2024 წლის იანვარში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 0% შეადგინა, რაც 2016 წლის შემდეგ ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფლაციის კლებაზე უმსხვილეს სამომხმარებლო პროდუქტებში ფასების შემცირებამ მოახდინა გავლენა.
უფრო დეტალურად ფასების ასეთნაირად არის შეცვლილი:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა: ზეთზე და ცხიმზე (-15.9 პროცენტი), ბოსტნეულ-ბაღჩეულზე (-11.3 პროცენტი), პურზე და პურპროდუქტებზე (-9.0 პროცენტი), რძეზე, ყველზე და კვერცხზე (-4.1 პროცენტი).
ფასები გაზრდილია: ხილზე და ყურძენზე (19.7 პროცენტი), ხორცზე და ხორც-პროდუქტებზე (6.1 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებზე და ნატურალურ წვენებზე (2.9 პროცენტი), შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (2.7 პროცენტი), თევზეულზე (1.9 პროცენტი), ყავზე, ჩაიზე და კაკაოზე (1.3 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი).
წყარო: https://bm.ge