აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

საშემოდგომო ხორბლის თესვა

საშემოდგომო ხორბალი ითესება მწკრივად და მობნევით (მცირე ზომის ნაკვეთებზე). არჩევენ მწკრივად თესვის რამდენიმე სახეს : ჩვეულებრივ მწკრივად (მწკრივთაშორის 15 სმ), ვიწრომწკრივად (მწკრივთაშორის 7,5 სმ), და ჯვარედინად თესვას. აქედან უპირატესობა ჯობია მიენიჭოს მწკრივთაშორის თესვას.

ჯვარედინად თესვის დროს ორჯერ მეტი დრო და საწვავი იხარჯება, ნიადაგი იტკეპნება და მწკრივების გადაკვეთის ადგილას მცენარეები ჯგუფ-ჯგუფად ამოდის. ვიწრომწკრივად და ჯვარედინად თესვას განსკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქარისმიერი ეროზიის ზონებში , როგორიცაა დედოფლის წყაროს უკანა მხარე, გარდაბნის, მარნეულის, თეთრი წყაროს, მცხეთის და საგარეჯოს რაიონები.

საშუალოდ მიღებულია, რომ საშემოდგომო ხორბლის თესლს რაოდენობა ჰექტარზე არ უნდა იყოს 4-5 მილიონზე ნაკლები (180-200კგ/ჰა). მკაცრი ზამთრის პირობებში, ასევე დასარევლიანებულ მინდვრებზე სათეს ნორმას ადიდებენ 6მილიონამდე (250კგ/ჰა).

თესვის შემდეგ ნათესი უნდა მოიტკეპნოს საგორავით, ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მშრალ, გვალვიან პირობებში და ქარისმიერი ეროზიის ზონებში.

საშემოდგომო ხორბალი ძირითადად თბილზამთრიან რაიონებში მოрყავთ. მისი თესლის გაღივება იწყება 1-2°C ტემპერატურაზე, მაგრამ აღმოცენებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა, 12-15°C. ხორბლის ბარტყობა ნორმალურად მიმდინარეობს 8-10°C პირობებში, ხოლო 3-4°C – ზე წყვეტს ვეგეტაციას.

ნათესზე უარყოფითად მოქმედებს დღეღამური ტემპერატურის მკვეთრი რყევა, დღისით პლიუს 5-10 და ღამით -10ºC-მდე.

უთოვლო ზამთარში დამღუპველია -16-18°C, ხოლო 20 სმ თოვლის საფარის ქვეშ -30°C.

ბანერი ასატვირთი