აგროსიახლეები

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის    კენკროვანი    კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“  სახელმწიფო პროგრამა  ამოქმედდა

ახალი სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების  ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შესანახად სპეციალური  სამაცივრე კონტეინერის შეძენის თანადაფინანსებას.

პროგრამით დადგენილი პირობებით, თანადაფინანსების თანხის ოდენობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრა მაცივრების ღირებულების არაუმეტეს 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 80, 000 ლარით.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები, უნდა იყოს გაშენებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, და  ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰექტარს.

აღსანიშნავია, რომ კენკროვანი კულტურების გაშენების 100 %-ით დაფინანსებას სახელმწიფო 3  წლის განმავლობაში ახორციელებდა.  პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, აღნიშნულ პერიოდში, 1,345 ბენეფიციარმა  525 ჰექტარზე გააშენა კენკროვანი კულტურები. პროგრამის სტანდარტული პირობებით (70% თანადაფინანსება) კვლავ შესაძლებელია კენკროვანი კულტურების გაშენება.