აგროსიახლეები

სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის ტემპი დაჩქარდება

საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზებასთან დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის ტემპი დაჩქარდება, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები:

„სიახლე გვექნება სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის თვალსაზრისით. ყველა დამცავი ინსტრუმენტი – მიდგომა და მექანიზმი სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამოქმედებულია, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თამამად დავიწყოთ სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების პროცესი უფრო აქტიურად, ვიდრე ეს აქამდე იყო. რა თქმა უდნა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, _ აღნიშნა ქალბატონმა ნათია თურნავამ.