დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

საჭირო ნივთი ქართველი მევენახისათვის

  ის მეტად საჭირო ნივთი, რომელზეც ჩვენ გვინდა, მცირედი ინფორმაცია მოგაწოდოთ უცხოური წარმოებისაა და საქართველოში ეს-ესაა, რაც პირველად გამოჩნდა. გამადიდებელი მოწყობილობა, რითაც ხდება ვაზის მავნებელ-დაავადებათა კონტროლი, ჩვენში ჯერხნობით რამდენიმე მევენახეს თუ ექნება მხოლოდ. თუმცა მისი ეფექტურობიდან გამომდინარე იმედი გვაქვს, რომ ეს ნივთი ჩვენში მალევე გავრცელდება.

ჩვენი მცირე წერილის თავში გვინდა მოკლედ შევეხოთ იმ პრობლემას, რომელიც საკმაოდ მწვავედა დგას ქართული მევენახეობის წინაშე. საქმე ეხება ვაზის მავნებელ-დაავადებათა ამოცნობასა და ამ მხრივ მართებული დიაგნოზის დასმას. ვითარებას ამ სფეროში თანამედროვე ლიტერატურის არარსებობაც ართულებს. რა დასამალია და ბოლო პერიოდში არც ისეთი იშვიათობაა, როდესაც მსგავსი პრობლემის პირისპირ თვით მევენახეობის სპეციალისტებიც კი აღმოჩნდებიან ხოლმე…

გამადიდებლით გადიდებული ტექსტი

ჩვენი განხილვის საგანი ვფიქრობთ, აღნიშნულ პრობლემას გარკვეულწილად მაინც გადაჭრის იმ მხრივ, რომ მისი გამოყენებით ძალიან სწრაფადვეა შეასძლებელი ამა თუ იმ მავნებლის ამოცნობა და დიაგნოზის დასმა. გარდა ამისა მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ვაზის მავნებლის ფოტო იდენტიფიკაციისათვის სწრაფადვე გადაეგზავნოს დარგის სპეციალისტს. მნიშვნელოვანია, რომ გამადიდებელი მოწყობილობა ხელმისაწვდომია და მისი ფასი დაახლოებით 30 ლარია.

ერთი გარემოება, რომლის გათვალისწინება აუცილებლად უნდა მოხდეს არის ის, რომ გამადიდებელი მაგრდება მობილურ ტელეფონზე. ამ შემთხვევაში კი იგულისხმება თანამედროვე მობილური ტელეფონები. ამ კომბინაციის შემთხვევაში ვაზის მავნებელი თუ დაავადება გამოჩნდება მობილური ტელეფონის მონიტორზე, რაც საკმაოდ დიდად მოსჩანს. საჭიროების შემთხვევაში, როგორც ითქვა შესაძლებელია მავნებლისა თუ დაავადებისათვის ფოტოს გადაღება და სპეციალისტთან გადაგზავნა. გამადიდებელს აქვს განათებაც.  გამადიდებელი საქართველოში ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის და მისი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტშეკვეთით, “ამაზონიდან”. მიკროსკოპის საძიებო კოდია: Neon® Mini 60X LED Zoom Microscope Phone Magnify Lens LED Jewelry Loupe UV Currency Detector with Clip for Universal Phone (GOOGLE -ს საძიებო გრაფაში, სურათების განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს ზემოთ აღნიშნული კოდი).

გამადიდებელი  მოწყობილობა

  ჩვენი ჟურნალის საშუალებით შევეცდებით, რომ მომავალშიც შემოგთავაზოთ ქართველ მეურნეთათვის საჭირო ნივთები, რითაც ისინი უკეთ მოახდენენ მევენახეობის პრობლემების გადაჭრას.

გიორგი ბარისაშვილი