სათბურები და მათი დახასიათება

სათბურებში ბოსტნეულის წარმოებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თანხის 50-65% სათ-ბურის გათბობაზე იხარჯება.

სათბურის გათბობის ხარჯები უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული: სათბურის კონსტრუქციაზე, გა-დასაფარებელ მასალაზე, გარემო კლიმატურ პირობებზე, საწვავ მასალაზე და ა. შ.

სათბურებისთვის დახარჯულ სითბური ენერგია გამოითვლება ფორმულით:

W=S X H X (Tშიდა-Tგარე) X K.

W _ საჭირო სითბოს რაოდენობა კალორიებში; S-სითბოს გამცემი ზედაპირის ფართობი მ2-ში; H_გათ-ბობის ხანგრძლივობა საათებში; Tშიდა _ საჭირო ტემპერატურა სათბურის შიგნით; Tგარე ტემპერატურა სათბურის გარეთ; K _ სითბოს გაცემის კოეფიციენტი.

1000მ3 მოცულობის სათბურში 100C -ით ჰაერის ტემპერატურის ასაწევად საჭიროა 12000/12500 კ/კალ სითბო, ხოლო 40C-დან 180C -მდე სითბოს ასაწევად 180 000-200 000 კ/კალ ენერგია მიიღება საწვავი მასალების დაწვით და იზომება კალორიებში.

ერთეული წონის ნივთიერების წვის დროს, რაც უფრო მეტ ენერგიას ვიღებთ, მით მეტია კალორიები.

ყველა სათბობს თავის კალორიულობა გააჩნია, მაგალითად: ნახშირი გამოყოფს — 6100-6500 კ.კალ/კგ.; მაზუთი — 9670 კ.კალ/კგ.; დიზელი — 10200 კ.კალ/კგ.; ბუნებრივი გაზი 11500 კ.კალ/კგ.

კულტივირებული ნაგებობის გასათბობად იყენებენ სითბოს მიღების შემდეგ მეთოდებს.

1) სითბური ეფექტი, რომელიც მზის რადიაციის ხარჯზე მიიღწევა;

2) ორგანული ნივთიერების აერობული ბაქტერიების დაშლით *(ბიოლოგიური გათბობა)

3) სათბობი მასალების დაწვით (გათბობის ტექნიკური სახეები — წყლით, ჰაერით, გაზის პირდაპირი დაწვით);

4) გეოთერმული წყლების გამოყენება (გათბობის ტექნიკური სახეები წყლით და კალორიფერით);

5) ელექტრო ენერგიის ტრანსფორმაციით.

განასხვავებენ ტექნიკური გათბობის სისტემებს თბოგამტარებით და მის გარეშე.

თბოგამტარებად იწოდება მოძრავი სითხეები ან აირები, რომლებიც გამოიყენება ჰაერმიმოცვლისათვის. წყლით გათბობისას თბოშემცველად გვევლინება წყალი, საჰაერო გათბობისას (კალორიფერის) ჰაერი.

ოპტიკური გამოსხივება უფასო ენერგიის მიღების წყაროა. ის მონაწილეობს ტემპერატურული ბალანსის შექმნაში, როგორც გაუთბობელ, ასევე გასათბობ სათბურებში, ამიტომ მის ეფექტურ გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირველ რიგში უნდა შეირჩეს მაღალი კოეფიციენტის (80-90%) გამჭვირვალე მასალა. სათბურის კონს-ტრუქციის მიერ დაჩრდილვა არ უნდა აღემატებოდეს შუშის სათბურებისთვის 25%, ხოლო პოლიეთი-ლენის ფირით გადახურული სათბურებისთვის 15%. სახურავის მიერ სპექტრის ხილული ნაწილის გატა-რების კოეფიციენტი არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 60-70%.

დიდი მნიშვნელობა აქვს სახურავისა და გვერდების დახრასაც.

ბიოგათბობას მიმართავენ ნაკელის, საყოფაცხოვრებო ნაგვისა და სხვა ორგანული მასალების გამოყენებით, თუმცა საწარმოო სათბურებში მას არ იყენებენ, შრომატევადობისა და ნაკლებეფექტიანობის გამო.

ტექნიკური გათბობის სისტემებიდან სათბურებში უპირატესად იყენებენ წყლით, ელექტროენერგიით და ჰაერით (კალორიფრებით) გათბობას.

წყლით გათბობის შემთხვევაში წყლის მიწოდება ხდება თვითდინებით, ან იძულებით (ტუმბოს დახმარებით).

წყალი ცხელდება საქვაბეში, რომელიც მყარ ან თხევად საწვავზე მუშაობს. ზოგიერთი სასათბურე კომპლექსი ისეთ საწარმოზეა მიბმული, რომელსაც ნარჩენი სახით გააჩნია ცხელი წყალი. იძულებითი გათბობის სისტემას მთელი წყება უპირატესობა აქვს. წყლის დიდი სიჩქარით მოძრაობის გამო მცირდება მილის დიამეტრი, გათბობის სისტემაში წყლის ნელი გაცივების გამო, სათბურის ტემპერატურა იცვლება თანდათანობით, რის გამოც იგი გაცილებით სტაბილურია, რაც გამორიცხავს მცენარეებზე ტემპერატურული შოკის ეფექტს.

თანამედროვე სათბურებში ყველაზე მეტად გავრცელებულია კალორიფერის სისტემით გათბობა. კალორიფერი ეწოდება დანადგარს, რომელიც განკუთვნილია მასში გამავალი ჰაერის ნაკადის გასათბობად.

ცხელი წყლით, დაბალი და მაღალი წნევის ორთქლით, ცხელი გაზებით ან ელექტროენერგიით გამთბარი ჰაერი მძლავრი ვენტილატორის მეშვეობით გაიტყორცნება სათბურის სივრცეში.

ჰაერის გასათბობად ფართოდ გამოიყენება აგრეთვე სითბური გენერატორები, რომლებშიც იწვება ბუნებრივი გაზი ან თხევადი საწვავი.

გათბობის ამ სახეს (კალორიფერით) წყლით გათბობასთან შედარებით, მთელი წყება უპირატესობანი გააჩნია; მნიშვნელოვნად მცირდება რკინა-მასალის ხარჯი, იზრდება მარგი ქმედების კოეფიციენტი, იზოგება გათბობაზე დახარჯული ენერგია. სითბო უფრო თანაბრად ნაწილდება და სხვა. იმის გამო რომ ჰაერით გათბობა დამოკიდებულია ელექტროენერგიაზე, ავარიული შემთხვევებისათვის გასათვალისწინებელია სათადარიგო ენერგიის წყაროც.

სითბოს დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ, ჰაერით გაბერილი ორმაგი პოლიეთილენის ფირის (ოპტიმალური დაშორება პოლიეთილენის ფირებს შორის 2-5 სმ-ია), ორფენიანი პოლიკარბონატის ან პოლიკრილამიდის გამოყენებას. ასეთ სათბურებში ტემპერატურული რეჟიმი უმჯობესდება, თუმცა 10-20 % სინათლის შეღწევის ინტენსივობა მცირდება.

ერთფენიან სათბურებში ჰაერის ტემპერატურა გაცილებით მაღალია, ხოლო ღამით შესაბამისად უფრო დაბალი, ვიდრე ორფენიანი ჰაერით გაბერილ სათბურებში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლი მეთოდი საგრძნობლად (20-40%) ამცირებს სითბოს დანაკარგებს. ფართოდ გამოიყენება აგრეთვე სითბოდამცავი ეკრანები. ბადისებური ალუმინიზებული ფარდები განლაგებულია ჰორიზონტალურად მცენარეების ზევით, მზის ჩასვლისას მას ავტომატურად შლიან სათბურის შიდა სივრცეში. ამ გზით მიიღწევა 25-30% სითბოს დანაკარგების შემცირება. (მთლიანი, არაბადისებური ეკრანების გამოყენება მიზანშეუწონელია, რადგან მკვეთრად ამაღლებს ჰაერის ფარდობით ტენიანობას)

ცალკეულ სათბურებში მიმართავენ დაღამებისას სახურავზე შუქგაუმტარი მასალების გადაფარებას, რაც 30%-მდე ამცირებს სითბოს დანაკარგს.

სათბურების დაგეგმარებისას გასათვალისწინებელია გაბატონებული ქარების მიმართულება და სიჩქარე, თავად სათბურის კონსტრუქციის სიმაღლე, ერთ ჯერზე მოსული თოვლის და ნალექების რაოდენობა, გრუნტის წყლების სიღრმე, სარწყავი წყლის ხარისხი და ელექტრო მომარაგების არსებობა, მაგის-ტრალური გზიდან დაშორება.

დაუშვებელია სათბურის განლაგება ქარებისაგან დაუცველ ადგილას, რადგან ძლიერი ქარები არა მარტო აციებენ სათბურს და ზრდიან სითბოს დანაკარგებს, არამედ აზიანებენ სათბურის საფარსაც. სასათბურე მეურნეობისთვის გამოუსადეგარია აგრეთვე დატბორილი და დაჭაობებული ადგილები.

დაჩრდილვის თავიდან აცილების მიზნით ცალკეული სათბურები ერთმანეთისაგან სულ მცირე 3-4 მეტრით უნდა იყოს დაცილებული. სათბურები ლაგდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით, რათა ზამთრის პერიოდში მაქსიმალურად შევძლოთ მზის ენერგიის გამოყენება.

მიკროკლიმატი

მიკროკლიმატი ეწოდება ცალკეულ კულტივირებულ ნაგებობაში ჰაერისა და ნიადაგის ფიზიკური პა-რამეტრების ერთობლიობას.

მიკროკლიმატი სათბურში იქმნება ტექნოლოგიური მოწყობოლების სისტემით — გათბობა, სასუქების შეტანა, ნახშირორჟანგით გამოკვება, ხელოვნური განათება. მართალია, დახურული გრუნტი გამოყოფილია გარემოსაგან შუშით ან პოლიმერული მასალებით, მაგრამ მიკროკლიმატი მასში გარკვეულ წილად არის დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე — მზის რადიაცია (ოპტიკური გამოსხივება), ქარის სიჩქარე და მიმართულება, ჰაერის ტემპერატურა და შეფარდებითი ტენიანობა, აგრეთვე ნალექები. ეს ყოველივე საკმაო ზეგავლენას ახდენს კულტივირებული ნაგებობების მიკროკლიმატზე.

მიკროკლიმატის ძირითად ფაქტორად გვევლინება მზის რადიაცია (გამოსხივება), რომელიც უშუალოდ სათბურების თბურ რეჟიმზე ზემოქმედებს და ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

ჰაერმიმოცვლის ჯერადობა დამოკიდებულია ქარის სიჩქარეზე, მოქმედებს მიკროკლიმატზე და განსაზღვრავს სავენტილაციო ფანჯრების (ფრამუგების) გაღების ხარისხს.

თანამედროვე სათბურებში მიკროკლიმატის რეგულირების ავტომატური სისტემების სამუშაო პროგ-რამა მორგებულია კონკრეტული რეგიონის მეტეოროლოგიურ პარამეტრებს.

მიკროკლიმატზე დიდ გავლენას ახდენენ თავად მცენარეებიც. მცენარეთა მიერ დაკავებული მიწისა და ჰაერის მოცულობაში იქმნება მიკროკლიმატი — ფიტოკლიმატი.

ფიტოკლიმატის ცვლილების კანონზომიერებას გააჩნია თავისებურებანი. რაც უფრო დიდია სათბუ-რის ფართობი და მცენარეთა მასა, ეს თავისებურებანი უფრო მნიშვნელოვანია. განათება, ტემპერატურა, ტენიანობა, კონცენტრაცია მცენარეთა ცენოზის იარუსებს შორის იცვლება.