აგროსიახლეები

სენაკის მუნიციპალიტეტში 5  კილომეტრი სიგრძის  სადრენაჟე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს    

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოში  აბაშა-ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მცენარეებისა და ნატანი მასისგან 5 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. 

სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდითი სამუშაოები   ნოემბერის ბოლოს დასრულდება.