აგროსიახლეები

შიდა ქართლში  სარწყავი არხები გაიწმინდა  

შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს განაგრძობს.    

სოფელ საქაშეთი-სასირეთის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან ზედა რუს სარწყავი სისტემის  დაახლოებით 3 კმ სიგრძის მაგისტრალური  არხი გაიწმინდა.

არხის გაწმენდა ლკასდლფაჯსდლფკჯ   

სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების  2000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

მოწესრიგებული სარწყავი სისტემით სოფელ ქვედა ნიქოზის, ფხვენისის, შინდისის, ვარიანის მეურნეობის, საქაშეთის,  სასირეთის, რუისისა და  ურბნისის ფართობები ირწყვება.