დარგებიმებაღეობა

შინდი – სასარგებლო სეზონური ხილი

შინდი, შინდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, ბუჩქია, მაგრამ ზოგან რვა მეტრამდე სიმაღლის ხედ იზრდება.
შინდის ნაყოფი შეიცავს: გლუკოზას, ფრუქტოზას, ლიმონმჟავას, ვაშლის, ქარვისა და ნიკოტინის მჟავებს, პექტინებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, C,E, P ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს.

საქართველოში შინდი ბუნებრივად ხარობს ტყეებში, ზღვის დონიდან1500 მ სიმაღლემდე, მაგრამ მაქსიმალურ მოსავალს იძლევა ზღვის დონიდან 800 მ-ზე. ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის, ყვავილობას იწყებს ადრე გაზაფხულზე, ფოთლების გამოსვლამდე. ნაყოფი ღია წითელი და ყვითელი ფერისაა, რომელიც აგვისტოში მწიფდება. შინდის ბუჩქის საშუალო მოსავლიანობა განათებულ ადგილებში მაღალია(8-10კგ), სინათლის მოყვარული და ნელმზარდი მცენარეა, რომელიც კარგად ხარობს გაშლილ ან ნაწილობრივ დაჩრდილულ ადგილებში. მცენარე კარგად იტანს ქარსა და ყინვას (-30°C-მდე), მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. ბაღი შენდება სტანდარტული 2 წლიანი ნამყენი ნერგით, კვების არე 4მ X 4მ, ჰექტარზე ირგვება 622 ძირი. შინდი თაფლოვანი მცენარეა, ამ მხრივ შინდის მნიშვნელობა იმითაა აღსანიშნავი, რომ იგი ადრე გაზაფხულზე უმასპინძლდება ფუტკარს მიმზიდველი ნექტრით.

შინდის დადებითი თვისებები:

  1. შინდი შეიცავს პექტინს, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს შარდმჟავა, ამიტომ ეს კენკრა სასარგებლოა მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს.
  2. კენკრა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინს C, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს. მიირთვით ვირუსების სეზონზე დღეში 2-3 კოვზი ნედლი შინდი და დაიცავით ორგანიზმი ვირუსული ინფექციებისგან.
  3. შეუდარებელი საშუალებაა შინდის ნახარში ან წვენი, ტემპერატურის დასაწევად.
  4. შინდის მურაბა შეგიძლიათ გახსნათ ჩაიში და მიირთვათ ყელის ტკივილის დროს.
  5. თუკი გაწუხებთ ანთებითი გამონაყარი კანზე, სისტემატიურად მიირთვით დღეში ერთი მუჭა მშრალი შინდი.
  6. შინდის მიღება – აუცილებელია მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. შინდის ნახარში ეფექტურად წევს სისხლში შაქრის დონეს.ორ სადილის კოვზ წვრილად დაქუცმაცებულ ფოთლებსა და ტოტებს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი გააჩერეთ, გადაწურეთ და მიირთვით დღეში სამ-ოთხჯერ 50 გრამი.
  7. შინდი – ასტიმულირებს შარდის გამოყოფას, შედეგად კი ხსნის შეშუპებას და წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან.
  8. შინდით მკურნალობენ პოდაგრას, სისხლნაკლებობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ანემიას, ვიტამინების ნაკლებობას.
  9. ორგანიზმის დასუსტების დროს აუცილებელია შინდის როგორც ცოცხალი, ასევე მშრალი ნაყოფის მიღება. ნაყოფი კარგია ღვიძლისა და თირკმელების დაავადებათა დროს.შინდის ნაყოფში შემავალი ნივთიერებები გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით. აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას.
  10. საუკეთესოა შინდი ხველების სამკურნალოდ. ორ კოვზ შინდის მურაბას დანის წვერით დააყარეთ სოდა და კარგად ათქვიფეთ, ნარევი აქაფდება და კრემისმაგვარ მასასა დაემსგავსება, მიიღეთ ეს ნარევი დილით და საღამოს ხველა შეგიმცირდებათ.
  11. შინდი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამოირჩევა – ჰაერს მავნე ბაქტერიებისა და მწერებისგან წმენდს.

წყარო: https://www.catalog.elkana.org.ge/