სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა
ხვალ, 29 ნოემბერს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 22-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 გაიხსნება.
14:00 სთ-ზე, გამოფენას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაათვალიერებს.
გამოფენა ტარდება 29 ნოემბრიდან – 1 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-18:00 სთ-მდე. დასწრება უფასოა.
გამოფენის ფარგლებში, 30 ნოემბერს, ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის WOWAYZ სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი ედვინ ჰუბერსი (Edwin Huybers) ორ ტრენინგს 11:30-13:00 სთ-ზე (პირველი ტრენინგი) და 15:00-17:30 სთ-ზე (მეორე ტრენინგი) გამართავს.
დასწრება თავისუფალია.
საკონტაქტო პირი: მარიამ ცაიშვილი 599550240; თაკო გოდერძიშვილი 577080087