სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში BASF-ის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური კომპანიის, BASF-ის, წარმომადგენელ იორგ კრესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სტუმარს ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ეკოფიზიოლოგიის კვლევის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ორთოიძე შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში იორგ კრესს ცენტრის საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები, მიმდინარე პროექტები და კვლევითი შესაძლებლობები გააცნეს.
მხარეებმა ასევე BASF-სა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცენტრის BASF-ის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ჩართვის პერსპექტივას, მცენარეთა დაცვის მიმართულებით ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობასა და შესაბამის კვლევით პროგრამებში თანამშრომლობას.
ვიზიტის ფარგლებში იორგ კრესმა ჯიღაურას ვაზის საკოლექციო ნარგაობები და კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერა.

