მე და ჩემი სოფელიმედიარუბრიკები

სვანური მარილი _ როგორ მზადდება ბებიას მარილი

სვანური მარილი, რომელსაც ხშირად ბებიას მარილსაც ეძახიან, სვანეთის სიამაყეა და უხდება ყველაფერს, პომიდვრის სალათით დაწყებული, შემწვარი გოჭით დამთავრებული.

სვანური მარილი ზოგადად იდეალურია ხორცთან. უბრალოდ მოხარშულ ხორცს შეგიძლიათ ცოტა სვანური მარილი გადაუსვათ და ჩათვალეთ, რომ უკვე გენიალურად შეკაზმეთ კერძი.

კარგი სვანური მარილი რო გქონდეთ და არა ის ყვითელი ფხვნილი, რასაც „ნამდვილი სვანური მარილის” სახელით ბაზრებში ხშირად ყიდიან.

დავიწყოთ იმით, რომ არ შეიძლება სვანური მარილი ხარისხიანი იყოს, თუ მას თავმოხდილი ჭურჭლიდან ვყიდულობთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავღია ჭურჭელში მარილი ძალიან მალე შრება და არომატს კარგავს.

არც ძალიან ყვითელი სვანური მარილი ვარგა, ყვითელი ყვავილი უხდება, მაგრამ არა იმ ოდენობით, რომ მკვეთრად შეიფეროს.

რა აძლევს სვანურ მარილს განსაკუთრებულ გემოს? .

სვანურ მარილში ჩვეულებრივ, მსხვილ მარილთან ერთად არის ხმელი ქინძი, ცერეცო (ან კამა), უცხო სუნელი, წითელი წიწაკა და რაც მთავარია „გიცრული“ (იგივე ზირა) და ნიორი.

მარილის ხარისხი და არომატულობა კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, როგორც სუნელების ხარისხზე (მოკრეფის დრო, სიმწიფე, ჩრდილში გახმობა და ა.შ.), ისე სანელებლების, ინგრედიენტების დოზაზე.

სსსსსსსსსსსსსსვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნრი მარილი

სვანური მარილის დასამზადებლად საჭიროა:

2 წილი ხმელი ქინძი (ყველა სუნელი უნდა იყოს კაკლები და თქვენ თვითონ დაფქვათ, საუკეთესო არომატების მისაღბად);

1 წილი ხმელი ცერეცო (კამა);

1 წილი უცხო სუნელი;

1 წილი წითელი წიწაკა;

1 წილი ყვითელი ყვავილი;

1/2 წილი გიცრული (ზირა).

ნიორი (ნიორი – გატარებული, უნდა იყოს იმდენი, რომ სუნელშერეულ მარილთან შეზავებისას საბოლოო მასა გამოვიდეს ნოტიო, თითქმის სველი.

მარილი უნდა იყოს ორჯერ მეტი მოცულობის, ვიდრე ერთად აღებული ყველა დაფქული სუნელი.

მომზადებული მარილი ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ინახება, ეს აუცილებელი პირობაა!

გაითვალისწინეთ! თუ სვანური მარილის ყიდვას აპირებთ, კარგ შემთხვევაში ის უნდა იყოს:

ნოტიო, თითქმის სველი (თუ გადმოსაყრელ ყუთშია, ამ შემთხვევაში ამცირებენ ნივრის რაოდენობას და ოდნავ მშრალიც შეიძლება იყოს);

უნდა იყოს ძალიან არომატული, ისე, რომ ახალი დაფქული სუნელების სიმძაფრე იგრძნობოდეს;

_ მუქი და არა ძალიან ყვითელი;

_ ხეშეში მარილით და არა გაცრილი, რაფინირებული მარილით შეზავებული;

უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ ქილაში, ყუთში, ან პარკში მაინც, რომელიც თქვენ თვალწინ გაიხსნება. 

წყარო:http://ratatui.ge/svanuri-marili/