თაფლის საერთაშორისო ფესტივალი “აპიმონდიის კონგრესი 2017

აპიმონდიის კონგრესი 2017, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მეფუტკრეობის სექტორში, იგი უკვე 45-ედ, 29 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გაიმართა. 

მეფუტკრეობის საზოგადოებების საერთშორისო ფედერაციაა აპიმონდია _  (International Federation of Beekeepers’Associations).

1897 წელს ბრიუსელში ჩატარდა მეფუტკრეობის პირველი საერთაშორისო კონგრესი.

აპიმონდია შეიქმნა 1949 წელს ამსტერდამში მეფუტკრეობის XIII საერთაშორისო კონგრესზე , მისი შტაბ-ბინა მდებარეობს რომში და აპიმონდიის კონგრესი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. აპიმონდიის კონგრესზე მუშავდება და განიხილება ისეთი თემები:

  • აპითერაპია;
  • ფუტკრის ბიოლოგია;
  • მეფუტკრეობის ეკონომიკა;
  • მეფუტკრეობა სოფლის განვითარებისთვის;
  • ტექნოლოგია და ხარისხი;
  • ფუტკრის ჯანმრთელობა;
  • დამტვერვა და თაფლოვანი მცენარეები.

აპიმონდიის კონგრესის მიზნებია:

  • მეფუტკრეობის სამეცნიერო, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური განვითარება;
  • მეფუტკრეობების კავშირების, მეფუტკრეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო ორგანიზაციების გაერთიანება მთელ მსოფლიოში;
  • პრაქტიკაში ნებისმიერი ინიციატივის რეალიზება, რომელთაც შეუძლიათ მეფუტკრეობის განვითარება და მისი რენტაბილურობის გაზრდა.                      აპიმონდიის კონგრესში მონაწილეობა ქართული მეფუტკრეებისთვის კარგი შესაძლებლობაა უცხოელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარონ და  უნიკალური ქართული თაფლი, როგორც ბრენდი მსოფლიოს გააცნონ. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე ვიდეო ფილმი. „მე ვარ ფერმერი“  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.