აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობა

თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარი

საქართველოს მცენარეული საფარის ხასიათზე უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ, რამაც განაპირობა ყველაზე უფრო დასახლებულ და ეკოლოგიურად ათვისებულ რაიონების ვრცელ ფართობებზე ბუნებრივი მცენარეული საფარის შეცვლა კულტურული მცენარეებით.
საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მცენარეული საფარის განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა, რაც ქვეყნის რელიეფის,  ჰავის და ნიადაგის მრავალფეროვნებით არის განპირობებული.

საქართველოს ბუნებრივი რესურსების ერთ-ერთ მთავარ ტიპს ტყეები წარმოადგენს. დღეისათვის ტყე საქართველოს ტერიტორიის მესამედსაც ვერ ფარავს. წარსულში ტყის ფართობი ბევრად უფრო ვრცელი იყო, მაგრამ ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, ხეების უმოწყალოდ გაჩეხვამ, ნიადაგის ეროზიიის ზრდამ, სასოფლო-სამეურნეო მიწების არენდით გაცემამ, ფუტკრის და მეცხოველეობის საკვებად თაფლოვანი მცენარეების ნათესების შემცირებამ. სათიბ-საძოვრების გამოფიტვამ და სხვა ეკოლოგიურ ფაქტორთა გავლენამ თაფლოვანი რესურსების დღევანდელი მდგომარეობა რეალურად შეცვალა. ისე როგორც ბუნების სხვა ელემენტები, საქართველოს მცენარეულობაც გავრცელების არეალის მიხედვით ემორჩილება ვერტიკალურ ზონალობას.

საქართველოში ჩვენს მიერ შესწავლილია 110 სახეობის თაფლოვანი მცენარე, რომლებიც გავრცელებულია როგორც დაბლობ, ისე გარდამავალ და მაღლობ ზონაში, განსაზღვრულია თითოეული მათგანის თაფლპროდუქტიულობა (მინიმალური და მაქსიმალური), კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით (ხელსაყრელ და არახელსაყრელ ამინდის პირობებში).

დღეისათვის საქართველოს მეფუტკრეობის პროდუქტიულობა ბუნებრივ სავარგულებზეა გათვლილი. მცირეა ისეთი ადგილები, სადაც ფუტკრის ოჯახების ყოლა შეიძლება სტაციონარში, თუმცაღა მათი თაფლპროდუქტიულობა საგრძნობლად დაბალია.

ღალიანობის დროს არახელსაყრელი კლიმატური პირობები უარყოფით გავლენად ახდენს ნექტრის გამოყოფაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფუტკრის ოჯახების შიმშილი.

ბოლო ათწლეულში ქვეყანაში საგრძნობლად შეიცვალა კლიმატური პირობები. არასტაბილურია გაზაფხულისა და ზაფხულის დადგომა რის გამოც ძნელდება ამა თუ იმ თაფლოვანი მცენარის ყვავილობის დაწყების კონკრეტული რიცხვის ზუსტად განსაზღვრა. სასოფლო-სამეურნეო თაფლოვანი მცენარეების ყვავილობა დამოკიდებულია თესვის ვადებზე, რის გამოც ყვავილობა ამ თაფლოვნების ხშირად ცვალებადობს, ამიტომ სხვადასხვა ზონაში ყვავილობის დაწყება ცვალებადია და უდრის 10-15 დღეს.

მრავალწლიური ფენოლოგიური დაკვირვებით თაფლოვან მცენარეებზე და მეფუტკრეთა მონაცემების დახმარებით, შევადგინეთ თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარი.

ყველა მეფუტკრე ვალდებულია იცოდეს თავისი სამოქმედო ზონის თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარული ვადები (მთავარი ღალიანობის ტიპები) ყვავილობის ფაზები გეგმაზომიერი გამოყენებით არის შესაძლებელი მაღალპროდუქტიული მეფუტკრეობის წარმოება.

# თაფლოვანების დასახელება ყვავილობის დრო ყვავილობის ხანგრძლივობა თაფლპროდუქტიულობა
მინიმუმი მაქსიმუმი
1 2 3 4 5 6
1 მიმოზა თებერვალი 15
2 თხილი თებერვალი მარტი 18
3 შინდი მარტი 20 10 12
4 ნუში მარტი 13 10 15
5 ბზა მარტი 12 10 12
6 ალუჩა მარტი 13 10 20
7 ტყემალი მარტი 12 3 18
8 ტირიფი აპრილი 15 100 `120
9 ჭერამი აპრილი 15 20 30
10 ატამი აპრილი 15 3 12
11 მთის ბოკვი აპრილი 18 80 120
12 ბოლოკა (სარ.) აპრილი 18 10 25
13 ალუბალი აპრილი 15 15 30
14 ბალი აპრილი 15 10 30
15 კვრინჩხი აპრილი 16 20 30
16 ვაშლი აპრილი 14 25 32
17 ქლიავი აპრილი 15 10 15
18 კომში აპრილი 15 8 12
19 ნეკერჩხალი აპრილი-მაისი 20 60 150
20 ფაცელია აპრილი-მაისი 30-35 250 420
21 რაფსი აპრილი-მაისი 20-30 60 180
22 მსხალი მაისი 16 8 20
23 ქარაძენძი მაისი 25 28 65
24 ტყის ცოცხი მაისი 20 110 350
25 ცხრატყავა მაისი 20 45 70
26 ფუჭფუჭა მაისი 15 50 80
27 თეთრი აკაცია მაისი 14-16 320 550
28 ამორფა მაისი 20-25 220 320
29 ზღმარტლი მაისი 15 25 30
30 ასკილი მაისი 16 9 15
31 კუნელი მაისი 20 35 50
32 კოწახური მაისი 15-18 90 320
33 ევკალიპტი მაისი 25 150 250
34 მანდარინი მაისი 15 30 60
35 ლიმონი მაისი 20 22 28
36 რძიანა მაისი 20 20 28
37 ძახველი მაისი 20 30 60
38 ტუნგი მაისი 18 35 70
39 დაფნა მაისი 22 100 120
40 ქინძი მაისი 25 90 120
41 ნარშავა მაისი 30 120 150
42 მარწყვი მაისი 25 8 10
43 ხურმა მაისი 20 30 80
44 ჭინჭრის დედა მაისი 30 70 100
45 ფშატი მაისი 15 60 80
46 მოცვი მაისი 16 120 135
47 წყავი მაისი 15 80 120
48 ჭყორი (ბაძგი) მაისი 16 80 140
49 ჭნავი (ცირცელ) მაისი 20 70 180
50 დეკა მაისი 24 90 180
51 ჯონჯოლი მაისი 14 25 45
52 თეთრეკალა მაისი 6 თვე 350 650
53 ლაშქარა მაისი-ივნისი 25 136 315
54 შქერი მაისი-ივნისი 25 125 130
55 გლედიჩა მაისი-ივნისი 16 70 80
56 სუკულენტები მაისი-ივნისი 35 50 100
57 ჟოლო ივნისი 20 30 80
58

 

წითელი

სამყურა

ივნისი 30 15 50
59 იონჯა ივნისი 25 20 45
60 ძიძო თეთრი ივნისი 30 90 280
61 ძიძო ყვითელი ივნისი 50 95 200
62 ლურჯი ძირწითელა ივნისი 30 130 390
63 სამყურა თეთრი ივნისი 30 70 140
64 ღიღილო ივნისი 25 47 80
65 სალბი ივნისი 20 115 260
66 შავწამალა(შავგიორგა) ივნისი 20 110 300
67 შუნდანწლა ივნისი 18 120 145
68 კატაბარდა ივნისი 30 30 45
69 წაბლი ივნისი 20 200 250
70 შავბალახა ივნისი 25 120 370
71 კვიდო ივნისი 25 25 85
72 ესპარცეტი ივნისი 30 30 175
73 ცაცხვი ივნისი 15-20 150 350
74 ანწლი ივნისი 25 32 40
75 მაყვალი ივნისი 20-25 30 70
76 კიტრი ივნისი 15 10 12
77 კუტი ბალახი ივნისი 15-20 30 35
78 წიწიბურა ივნისი 14-16 60 150
79 მდოგვი ივნისი 20-25 60 75
80 ვარდკაჭაჭა ივნისი 20 10 50
81 თავშავა ივნისი-ივლისი 35-30 60 120
82 ცოცხმაგარა ივნისი- ვლისი 30 110 205
83

 

ფოლორცის

ბალახი

ივნისი-ივლისი 20 18 40
84 ანისული ივნისი-ივლისი 25 50 70
85 დედა ფუტკარა ივნისი-გვისტო 20 70 130
86 კატაპიტნა ივლისი 15 70 140
87 უნაბი ივლისი 16 150 200
88 გოგრა ივლისი 15-20 8 12
89 მზესუმზირა ივლისი 16-20 25 70
90 ქონდარი ივლისი 25 40 100
91 ბეგქონდარა ივლისი 20 45 140
92 ბარამბო (მელისა) ივლისი 20-25 110 150
93 იალღუნა  ივლისი-        აგვისტო 20 18 30
94 ნარი ივლისი-ვისტო 25-30 72 135
95 ოროვანდი ივლისი-ვისტო 25-40 150 260
96 ოქროწკეპლა სექტემბერი-ქტომბერი 40 130 300
97 სილფია ივლისი-აგვისტო 45 170 250
98 თამბაქო აგვისტო 25 30 140
99

 

შოროქნის

ცოცხი

აგვისტო-სექტემბერი 25-30 20 25
100 სურო (ფათალო) სექტემბერი-ოქტომბერი 30 80 200
101 ჩაი ნოემბერი 30 30 70
102 მუშმულა დეკემბერი 20 40 50
103 ევოდეა აგვისტო 25 200 380
104 მასტაკანთო სექტემბერი 20-25 80 150
105 ძეძვი ივნისი-ივლისი 15-18 80 320
106 დოიცია მაისი-ივნისი 20 110 170
107 იაპონური სოფორა ივლისი 20 180 320
108 პავლოვნია (ხებუერა) მაისი 25-30 230 420
109 კაპარი მაისი 15-20 30 80
110

 

კურდღლისფრჩხილა ივნისი-ივლისი 30 27 50

ლიზა ბალიაშვილინანა მაისურაძე